საიტი ან ვებგვერდი: : https://infonet.ge.
საიტი InfoNet.Ge : ემსახურება სერვისების და მომსახურების სფეროს სადაც შესაძლებელია განათავსოთ ნებისმერი სერვისი ან მომსახურება წესების დაცვით.
პროექტის მიზანია შექმნას მაქსიმალური კომფორტი დამკვეთსა და შემსრულებელს შორის, ასევე დააკავშიროს ისინი სხვადასხვა მომსახურების სფეროში, რადგან მოცემული პროექტი დამაკავშირებელი ცენტრია მომხმარებლებსა და შემსრულებლებს შორის
განცხადება” გულისხმობს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, შესაძლოა ფოტოს ან ვიდეოსთან ერთად, რომელიც საიტის წესების მიხედვით არის შედგენილი და რაიმე პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვას ემსახურება
საიტზე რეგისტრირებული თითოეული მომხმარებლისთვის არსებობს “მომხმარებლის გვერდი”, სადაც მათ შეუძლიათ სხვადასხვა მოქმედების განხორციელება საკუთარ განცხადებებთან დაკავშირებით. ეს მოიცავს საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსებას, რედაქტირებას, განახლებას, სოციალურ ქსელებში გაზიარებას და წაშლას, რა თქმა უნდა, საიტის წესების სრული დაცვით.
“ბალანსი” არის თანხა, რომელსაც მომხმარებელი უხდის კომპანიას გარკვეული მომსახურებისთვის. ეს თანხა უკან არ ბრუნდება და მომხმარებელმა ის უნდა გამოიყენოს მხოლოდ ფასიანი განცხადების განსათავსებლად, არსებული განცხადების განახლებისთვის ან სოციალურ ქსელში გასაზიარებლად, საიტის წესებით განსაზღვრულ ვადაში.
“სოციალური ქსელი” გულისხმობს Facebook-ს ან სხვა ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც კომპანიას ან მომხმარებლებს შეუძლიათ საიტზე განთავსებული ინფორმაციის გაზიარება სხვა ადამიანებისთვის, თუ საიტი ამის ტექნიკურ შესაძლებლობას იძლევა.
1.1: კომპანია არ არის გარიგებების მხარე (ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი). საიტი ფუნქციონირებს როგორც პლატფორმა, რომელიც აკავშირებს გამყიდველებსა და მყიდველებს.
1.2: იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მარტივად იპოვონ სასურველი მომსახურება, კომპანია უზრუნველყოფს ყველა განცხადების კატეგორიზაციას შესაბამის განყოფილებებში.
1.3: საიტზე წარმოდგენილი ყველა მომსახურება ეკუთვნის მომხმარებლებს და კომპანიას არ გააჩნია დამატებითი ცნობები მათ შესახებ.
1.4: კომპანია არ აკონტროლებს განცხადებებში მითითებული მომსახურების ხარისხს, უსაფრთხოებას, კანონიერებასა და აღწერილობასთან შესაბამისობას. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
1.5: საიტზე განთავსებული ინფორმაციის მთავარი მიზანია მომხმარებლებისთვის საკუთარი პროდუქციის ან მომსახურების გაყიდვისა და სხვა მომხმარებლებთან დაკავშირების ხელშეწყობა
1.6: ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი საკუთარ პირად მონაცემებს საიტზე აქვეყნებს ნებაყოფლობით და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე.
1.7:საიტზე ინფორმაციის განთავსებით მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება მის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა სხვა მომხმარებლისთვის.
1.8: საიტის წესებიდან გამომდინარე, მომხმარებელი სრულად იღებს საკუთარ თავზე ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს
1.9: საიტზე წარმოდგენილი მონაცემები საინფორმაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს. ფინანსური გარიგებების დაწყებამდე მომხმარებელმა უნდა გადაამოწმოს ყველა დეტალი.
1.10: მიუხედავად ჩარიცხული თანხის ოდენობისა, მომხმარებლის ბალანსზე არსებული თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება და ამ პირობაზე მომხმარებელი რეგისტრაციისას აცხადებს თანხმობას
1.11: თუ მომხმარებლის მიერ განთავსებული განცხადება, ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო მასალა არ შეესაბამება საიტის წესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, კომპანიას უფლება აქვს წინასწარი გაფრთხილების გარეშე წაშალოს ის, განახორციელოს რედაქტირება წესებთან ან კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად ან დაბლოკოს მომხმარებელი. ამაზე მომხმარებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას და არ ექნება პრეტენზიები კომპანიის მიმართ.
1.12: საიტზე განთავსებული განცხადებების ვალიდაცია ხდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამუშაო დღეებში. არასამუშაო დღეებში ატვირთული ან რედაქტირებული განცხადების საფასური არ ანაზღაურდება.
2.1: მომხმარებელს ეკრძალება საიტზე ისეთი განცხადების განთავსება, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
2.2: იმისათვის, რომ განათავსოთ განცხადება საიტზე, თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაციის პროცესი და დაეთანხმოთ საიტის მოხმარების პირობებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.infonet.ge.
2.3: საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა სრულწლოვან ფიზიკურ და იურიდიულ პირს. 18 წლამდე პირების მიერ განთავსებულ განცხადებებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავად მომხმარებელს ან/და 18 წლამდე პირს.
2.4: საიტზე განცხადების განთავსებისას მომხმარებელმა უნდა დაიცვას ინსტრუქციები და მიუთითოს სრულყოფილი ინფორმაცია გასაყიდი მომსახურებისა და მისი პირობების შესახებ. დაუშვებელია სურათებზე საკონტაქტო ნომრის, პროდუქციის სიის ან ფასების მითითება; ეს მონაცემები უნდა იყოს ტექსტურ ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება წაიშლება და მომხმარებელი შესაძლოა დაიბლოკოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
2.5: განცხადების განთავსების ფაქტით მომხმარებელი ადასტურებს მის კანონიერ უფლებას განახორციელოს განცხადებაში მითითებული მომსახურების გაყიდვა.
2.6: საიტზე დაუშვებელია ერთი და იმავე განცხადების მრავალჯერ განთავსება (დუბლირება). ასევე აკრძალულია ე.წ. “ტეგების” გამოყენება განცხადებებში და განცხადების წაშლა შემდგომ მისი ხელახლა გამოქვეყნების მიზნით, რაც განიხილება ვადის ხელოვნურად გახანგრძლივებად.
2.7: საიტზე დასაშვებია განცხადებების განთავსება მხოლოდ იმ პროდუქტებზე ან მომსახურებებზე, რომლებიც მკაფიოდ არის განსაზღვრული www.infonet.ge -ის შესაბამის კატეგორიებსა და ქვეკატეგორიებში
2.8.1: განცხადება არ უნდა შეიცავდეს მცდარ ან არაზუსტ ინფორმაციას, რამაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი.
2.8.2: განცხადება არ უნდა ემსახურებოდეს თაღლითურ მიზნებს, არ უნდა იყოს ტყუილი ან ნდობით ბოროტად სარგებლობის მცდელობა.
2.8.3: განცხადება არ უნდა ეხებოდეს მოპარული ან ფალსიფიცირებული პროდუქციის გასაყიდად შეთავაზებას.
2.8.4: განცხადება არ უნდა ეხებოდეს მესამე პირის საკუთრებას (მატერიალურსა თუ არამატერიალურს) და არ უნდა არღვევდეს მათ პირად უფლებებს.
2.8.5: განცხადება არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ შინაარსს რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობების მიმართ.
2.8.6: განცხადება არ უნდა შეიცავდეს მუქარის შემცველ ტექსტს ნებისმიერი პირის მიმართ.
2.8.7: დაუშვებელია განცხადებაში ისეთი შინაარსის მითითება, რომელიც ხელს უწყობს ან მოუწოდებს კრიმინალურ ქმედებებს.
2.8.8: განცხადება არ უნდა უჭერდეს მხარს და არ უნდა ახდენდეს ტერორისტული ან ექსტრემისტული ქმედებების პროვოცირებას.
2.8.9: აკრძალულია განცხადებაში პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ინფორმაციის განთავსება.
2.8.10: განცხადება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას სხვა ქონების, ნივთის, მომსახურების ან კომპანიის შესახებ, რომელიც არ არის დაკავშირებული განცხადების ძირითად ობიექტთან.
2.8.11: განცხადება არ უნდა შეიცავდეს მესამე მხარის კოდს, რომელიც გამოიყენება ნახვების საფუძველზე შემოსავლის მიღების მიზნით.
2.8.12: განცხადება არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის არცერთ სხვა დებულებას რაიმე ფორმით.
2.8.13: განცხადებას თანდართულ ფოტოებზე ტელეფონის ნომრის მითითება დაუშვებელია.
2.8.14: განცხადების სათაურში და ტექსტში (აღწერაში) ტელეფონის ნომრის მითითება აკრძალულია.
2.8.15: მომხმარებელმა არ უნდა იფიქროს, რომ საიტზე განთავსებული ნებისმიერი მომსახურება ავტომატურად კანონიერია. საიტზე განთავსების ფაქტი არ არის გარიგების ლეგალურობის გარანტია.
3.1: კომპანია არ არის ჩართული მომხმარებელთა შორის დადებულ შეთანხმებებში და არ არის პასუხისმგებელი მათ ქმედებებზე. ყველა მოლაპარაკება წარმოებს უშუალოდ მომხმარებლებს შორის.
3.2: კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტესა და სისწორეზე.
3.3: მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული ან რეგისტრირებული პირადი მონაცემები (მობილური/ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სოციალური ქსელების ანგარიშები/მისამართები, პირადი ვებ-გვერდი, სახელი, გვარი, დასახელება, მისამართი და სხვა) შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპანიის სარეკლამო, მარკეტინგული, კომერციული და სხვა ეკონომიკური თუ არაეკონომიკური მიზნებისთვის.
3.4: კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ განცხადების ავტორის მიერ მითითებული მონაცემები შეესაბამება მის რეალურ ვინაობას.
3.5: საიტის წესების დარღვევით განთავსებული ყველა განცხადება დაუყოვნებლივ წაიშლება, ხოლო შესაბამისი მომხმარებლის ანგარიში დაიბლოკება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
3.6: საიტის წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და IP მისამართი წინასწარი შეტყობინების გარეშე.
3.7: კომპანიას შეუძლია მოახდინოს განცხადების რეკლამირების მეთოდების ცვლილება, შეასწოროს ტექსტში გრამატიკული შეცდომები და შინაარსობრივი უზუსტობები, ასევე გადაანაწილოს ის სხვა კატეგორიაში ან ქვეკატეგორიაში, თუ მიიჩნევს, რომ თავდაპირველი განთავსება არასწორი იყო.
3.8: კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება.
3.9: კომპანია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული ინფორმაციის, ასევე შეტყობინებების დაკარგვაზე ან დაზიანებაზე.
3.10: კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ საიტი იმუშავებს მუდმივად და შეფერხებების გარეშე.
3.11: დიდი რაოდენობით განცხადებების განსათავსებლად რამდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს შესაბამისი IP მისამართი წინასწარი შეტყობინების გარეშე.
3.12: შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი წინასწარი შეტყობინების გარეშე.
3.13: კომპანიას შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე შეთანხმება სპეციალური შეტყობინების გარეშე. ცვლილებები აისახება საიტის გამოყენების წესების ან/და პოლიტიკის განყოფილებაში.
3.14: კომპანიას შეუძლია შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება საიტის გამოყენების წესებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მომხმარებელთა წინასწარი ინფორმირების გარეშე.
4.1: მომხმარებელს ეკრძალება თავისი მომხმარებლის სახელის (მობილური ტელეფონის ნომერი) და პაროლის გამჟღავნება მესამე პირისთვის ან სხვა მომხმარებლისთვის.
4.2: პირადი მონაცემების არასანქცირებული გავრცელების შესახებ ეჭვის გაჩენისთანავე მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს პაროლი.
4.3: მომხმარებელს ეკრძალება საიტზე ისეთი განცხადების განთავსება, რომელიც არ შეესაბამება საიტის წესების რომელიმე პუნქტს.
4.4: მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის სარეკლამო ინფორმაციის განთავსება, რომელიც არ ეხება უშუალოდ განცხადების ობიექტს.
4.5: მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საიტის გამოყენების წესების შესაბამისად და პასუხისმგებელია მის მიერ საიტზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე საქართველოს კანონების საფუძველზე.
4.6: სხვა მომხმარებელთან რაიმე პრეტენზიის ან გაუგებრობის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დამოუკიდებლად მოაგვაროს საკითხი უშუალოდ იმ მომხმარებელთან, ვის მიმართაც აქვს პრეტენზია, და ათავისუფლებს კომპანიას (და მის თანამშრომლებს) ნებისმიერი მოთხოვნისგან, მათ შორის ზარალის, ხარჯების ან სხვა დანახარჯების ანაზღაურებისგან, რომელიც დაკავშირებულია საიტის მეშვეობით დადებულ შეთანხმებასთან.
4.7: საიტის გამოყენება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.8: მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი საიტზე მის მიერ განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე. საიტი მხოლოდ ტექნიკურ საშუალებას აძლევს მას ინფორმაციის მიწოდებისთვის სხვა მომხმარებლებისთვის.