მათემატიკაში სკოლის მოსწავლების მომზადება, მათემატიკა ჩემი უსაყვარლესი საგანია და დიდი სურვილი მაქვს ის ენთუზიაზმი და ინტერესი, რომელიც მე მაქვს სხვებსაც გავუზიარო. ამიტომ გადავწყვიტე მოვამზადო ბავშვები ამ საგანში მეხუთე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, აგრეთვე სტუდენტებიც კალკულუსსა და წრფივ ალგებრაში. დამთავრებული მაქვს ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N41 სკოლა (ფიზ-მათი) ოქროს მედალზე და ამ ეტაპზე ვსწავლობ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე. ვარ მესამე კურსელი და პარალელურად ვმუშაობ ლექტორის დამხმარედ. ჩემი მოვალეობაა სემინარების ჩატარება რიცხვით წრფივ ალგებრაში, შესაბამისად სხვების სწავლების გამოცდილებაც მაქვს.
Add a review