მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს
23/03/2014 01:35:50

„მე საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან საქართველოს განსათავისუფლებლად. ეს დრო  ბევრად უფრო მალე დადგება, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენია,“ - უთხრა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა(2004-2013წწ) მიხეილ სააკაშვილმა. ქართული ტელეარხები სააკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებენ.

მიხეილ საააკაშვილმა ასევე განმარტა მიზეზები, რის გამოც ის აქმდე არ ჩამოდიოდა საქართველოში: „საქართველოს რეპუტაციას ვუფრთხილდებოდი. ამიტომ დროებით საქართველოში ჩამოსვლაზე უარი ვთქვი. ასეთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მთლიანად მოკლავს. ამერიკაში გავლენიანმა და მნიშვნელოვანმა თანამდებობის პირებმა იგივე რჩევები მომცეს, - აღნიშნავს სააკაშვილი და განაგრძობს, - საუბარი მხოლოდ ჩემს შესახებ არ იყო, არამედ საქართველოში ახალი, ტიმოშენკოზე უფრო მნიშვნელოვანი კაზუსის  გაჩენა, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას სიტუაცია ისედაც ბოლომდე არ აქვს გარკვეული, დასავლეთისკენ საქართველოს მოძრაობას ხელს შეუშლის. ვიცოდი, რომ ეს ნაბიჯი იყო დაგეგმილი, ამიტომ დროებით პაუზა ავიღე. მაგრამ, ის, რომ ეს ახლა ხდება, პირდაპირი პასუხია უკრაინაზე.  როგორც ჩანს, ბოლო დღეებში ვლადიმერ პუტინს თვალში გავეჩხირე.“

სააკაშვილი ამბობს, რომ, როგორც თავისუფალი ადამიანი საქართველოსა და მთელი რეგიონის განთავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობს. „ჩემს გადაადგილებას ვერავინ შეზღუდავს,“ - აღნიშნავს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს.

„რუს ოლიგარქს ამ დავალების შესასრულებლად, თავის დროზე, 2012 წელს ორი მილიარდი მისცეს. საერთოდ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს მისი გაკეთებულია. თავის დროზე ევროპელები მეუბნებოდნენ, რომ ის თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო გადადგა, რომ ეს საქმე გააკეთოს, როგორც ჩრდილოვანმა ფიგურამ, ვითომ თვითონ არაფერ შუაშია. მინდა ვთქვა, რომ ამას არავინ ჭამს. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მთავრობას სრული არარაობები მართავენ, რომლებიც საერთოდ არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებენ. ყველამ კარგად იცის, რომ საბოლოო ჯამში, ივანიშვილიც არ იღებს გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებას იღებს ის, ვინც მას ეს ორი მილიარდი მისცა. ეს  საქართველოსთვის დროებითი სიძნელეებია. მე ვერაფერი შემაჩერებს, პუტინის მხრიდან ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა. ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, როგორც თავისუფალი ადამიანი, ივანიშვილ-პუტინის თამაშების თამაშს არ ვგეგმავ.  ივანიშვილს ჩავაკითხავ, როცა საჭირო იქნება, მაგრამ სხვა კუთხით", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაბარების შესახებ უწყება მის დედას, გიული ალასანიას დღეს მარტს ჩაბარდა.

23/05/2014 13:05:55 ღარიბაშვილი: დარბაისელმა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო

დიმიტრი დარბაისელმა სასჯელაღსრულების დეპარტრამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომით სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, - ასე შეაფასა პრემიერ მინისტრმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება. 

08/03/2014 21:35:49 უკრაინის თავდაცვის ნაწილები ჟიტომირიდან ყირიმისკენ დაიძრა (VIDEO)

უკრაინის 95-ე აერომობილური ბრიგადა განგაშის საფუძველზე ყირიმში იქნა გაგზავნილი. ეს ბრიგადა დისლოცირბულია ჟიტომირში. დისლოცირების ბრიგადამ დისლოკაციის ადგილი სრულის სამხედრო მზადყოფნის პირობებში დატოვა.

12/07/2014 12:19:17 პრეზიდენტი: ჩვენ დღეს მივეცით ხმა ახალი თვიმმართველობის ჩამოყალიბებას

საარჩევნო უბანში მისვლით ვემსახურებით არა პოლიტიკოსებს, არამედ სამშობლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. 

06/02/2014 18:24:35 პუტინის სია - რომელი ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან ოლიმპიადას?

2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებს მრავალი ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა რუსეთში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის და სექსუალურ უმცირესობათა წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის გამო ბოიკოტი გამოუცხადა. კრემლის ოფიციალურმა პირებმა ამ თემაზე სპეკულაციების გასაქარწყლებლად პრესრელიზები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვით ათეულობით უცხოელი ლიდერი დაესწრება ოლიმპიადას.

10/02/2014 12:43:31 თბილისის მერია: საკრებულოს ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები არ წარმოუდგენია

თბილისის მერიის განცხადებით, მთავრობა მზად იყო შაბათ-კვირის განმავლობაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიეღო საკრებულოს უმრავლესობის წერილობით მომზადებული წინადადებები, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

25/02/2015 12:20:46 მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს სგამოძიებოში დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, დედაქალაქის ყოფილი ვიცე- მერი მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკიტხვაზე იმყოფება. 



ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.