საქართველოს საგარეო უწყება ფილიპ ლეფორს განმარტებას მოსთხოვს
21/01/2014 16:30:13

"სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსი რეალობაა, რომელიც შეცვლას არ ექვემდებარება", - განაცხადა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ , საქართველოში საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა ფილიპ ლეფორმა ცხინვალში ოსურ საინფორმაციო სააგენტოებსა და რუსულ სააგენტო რეგნუმთან ინტერვიუში. 

ოფიციალური თბილისი კი აცხადებ, რომ მისთვის უცნობია რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია ლეფორის ეს განცხადება. საგარეო მინისტრი ამბობს, რომ  ამის თაობაზე განმარტებას თავად ფრანგ დიპლომატს მოსთხოვს. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენელს ოფიციალური ბრიუსელისგან განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების უფლება არ აქვს.

"ჩვენ ამას უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. ამ ეტაპზე მე რა ინფორმაციაც მაქვს, არის ოსური მედიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის ნამდვილობაშიც მე მაქვს უფლება შევიტანო ეჭვი", - აცხადებს, მაია ფანჯიკიძემ და დასძენს, რომ ამ შეკიტხვას ხვალ შეხვედრაზე თავად დაუსვავს ფრანგ დიპლომატს.

"ძალიან მაინტერესებს რა იქნება მისი პასუხი. თუკი ეს ისეა, როგორც ვრცელდება მედიის საშუალებით, მაშინ ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება, რომელიც იქნება უაღრესად მკაცრი. ევროკავშირი, მისი ყველა წევრი სახელმწიფო აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, მისი სპეციალური წარმომადგენლის მიერ ამ ყველაფერთან წინააღმდეგობაში მოსული განცხადება ეწინააღმდეგება თავად ევროკავშირის პოლიტიკას და მისი წევრი სახელმწიფოების პოლიტიკას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

27/07/2014 09:59:35 პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარმა პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა. უწყება მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჩაიბარა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული.

31/03/2014 21:06:55 TV 25-ის დამფუძნებლის მტკიცებით გიორგი ბადაშვილი მუქარით ცდილობდა ჩვენების მიღებას

ტელეარხი 25-ის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი სურმანიძე საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. სურმანიძემ პალიტრა TV-ის გადაცემაში "ცხელი ხაზი" თქვა, რომ ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტზე ყოფნისას, სხვა პროკურორებთან და გამომძიებლებთან ერთად, მას და ტელევიზიის თანადამფუძნებელს ჯემალ ვერძაძეს, აიძულებდა ეთქვა, რომ ტელეარხი 25 ლაშა ნაცვლიშვილმა, დავით ჩხატარაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა იყიდეს.

12/05/2016 18:48:15 იური ლუცენკო უკრაინის გენერალური პროკურორი გახდა

დღეს უკრაინის რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იური ლუცენკო 264 ხმით დაამტკიცა. 

08/10/2016 19:02:31 მარნეულში საარჩევნო უბანში სპეცრაზმი შევიდა

მარნეულში საარჩევნო ინციდენტთან დაკავშირებით სპეცრაზმია მობილიზებული. საარჩევნო უბნის ეზოდან ცპეცრაზმის შესვლის შემდეგ პროტესტის მონაწილეები დაიშალნენ. მათ დატოვეს 48-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია.

02/02/2015 14:01:19 მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად ინიშნება

უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი კანდიდატურა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე წარადგინა .

01/09/2016 15:10:51 კაბელების და უგულავას საქმის განხილვა საკონსტიტუციოში ისევ გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა უნდა გამართულიყო გადაიდო. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა დღეს, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სასამართლო ავრცელებს.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.