კობახიძე: ეს არის დაპირისპირება რუსთავი 2-ის მფლობელებს, მენეჯმენტსა და საქართველოს შორის, სადაც გამარჯვებული გამოვა საქართველო
07/03/2017 22:57:47

ევროსასამართლოში არის დაპირისპირება რუსთავი 2-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროსასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დროებითი შეჩერების მექანიზმის უვადოდ გაგრძელების თაობაზე. 

როგორც კობახიძემ გადაცემა არჩევნაში განაცხადა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსთავი 2-ის მფლობელები, მენეჯმენტი უპირისპირდებიან საქართველოს და დღემდე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა საქართველო და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. 

”კონტექსტი არის შეცვლილი მას შემდეგ, რაც საქმემ გადაინაცვლა სტრასბურგის სასამართლოში. დღემდე საქმეს ერქვა ხალვაში ყარამანაშვილის წინააღმდეგ. დღეს უკვე საქმეს ჰქვია რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვართ პასუხისმგებელი საქართველოს ინტერესების დაცვაზე და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ საქართველოს და ჩვენი ინსტიტუციების, მათ შორის საერთო სასამართლოების პრესტიჟი. ეს არის დაპირისპირება რუსთავი 2-ის მფლობელებს, მენეჯმენტსა და საქართველოს შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსთავი 2-ის მფლობელები უპირისპირდებიან საქართველოს და დღემდე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა საქართველო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც საქართველო გამოვა გამარჯვებული”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მისივე თქმით, საერთო სასამართლოებში მიმდინარე პროცესი იყო დავა კერძო სუბიექტებს შორის, რაშიც საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ ჰქონია. 

”ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდით პროცესების განვითარებას, რომელიც დაკავშირებული იყო რუსთავი 2-თან, ვგულისხმობ საერთო სასამართლოებში წარმართულ პროცესს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა არავითარი, მათ შორის არც პოლიტიკური ინტერესი ამ საქმის მიმართ. ასევე მშვიდად ვაგრძელებთ ამ პროცესების ყურებას. საქმე გრძელდება სტრასბურგის სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაირღვა თუ არა რაიმე უფლება, იყო თუ არა არასწორი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. თქვენ არასწორად თქვით შესავალ სიტყვაში, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს ის, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო არასწორი. ჩვენ მშვიდად ვუყურებთ ამ პროცესების განვითარებას”, - განაცხადა კობახიძემ. 

28/02/2014 19:24:35 ყირიმელი თათრების მეჯლისი რუსეთის სამხედროების დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას ითხოვს(VIDEO)

ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელმა რეფათ ჩუბაროვმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. ჩუბაროვი მოითხოვს გავიდნენ რუსი სამხედროები ქალაქიდან და დაუბრუნდნენ დისლოცირების ადგილს. 

12/09/2016 14:00:55 ივანიშვილი: დავით ბაქრაძეს ერთი საათი ვაწვებოდი ადექი წამოდი ნაციონალური მოძრაობიდან-თქო

ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობა მქონდა, ადექი წამოდი-თქო, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ის ნაციონალური მოძრაობის დატოვების შეთავაზებას გულისხმობდა.

06/06/2014 16:15:45 დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს და გოგორიშვილთან მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატზე საუბარს უარყოფს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მარნეულში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ხათუნა გოგორიშვილის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მარნეულში კანდიდატის მოხსნის შეთავაზებას უარყოფს

18/01/2014 17:01:24 სოზარ სუბარმა უსუფაშვილს უპასუხა

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი თვლის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შეკითხვა ლეგიტიმურია. „დავით უსუფაშვილს დავეთანხმები, მაშინვე, რომ გაგვეკეთებინა განცხადება შეიძლება პიარულად გაცილებით უკეთესი ყოფილიყო", - განაცხადა სუბარმა ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონო გაყვანის ბრალდებით.

19/06/2014 19:22:02 რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარების გადასროლას ადასტურებს

რუსეთის თაბდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაადასტურა რუსეთი ჯარების გადასროლა უკრაინის საზღვართან. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

12/03/2014 23:44:17 კახეთის საოლქო სასამართლომ "ნაციონალურ მოძრაობის" 22 წევრს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა

კახეთის საოლქო პროკურატურის მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა სპეციალური სქემა და სავარაუდოდ, 1 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობის სახით უკანონოდ მიიღო. საქმეში 22 პირი იყო ბრალდებული, რომლებიც 10 მარტს, თელავის სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.