ევროპარლამენტარები: რუსთავის2-ის მფლობელების შეცვლა ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში
07/03/2017 21:40:35

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ევროპარლამენტარების წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი.

ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს, ასევე ფრედერიკა მოგერინის და ევროკომისიას წერილით მიმართეს, რომელშიც რუსთავი 2-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

”არხის მფლობელების შეცვლა და აქედან გამომდინარე, ცვლილება მის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც რუსთავი2-ს გადააქცევს მორიგ მთავრობისადმი მეგობრულად განწყობილ მაუწყებლად, სერიოზულად შეუშლის ხელს დემოკრატიის ხარისხსა და თავისუფალ მედიას საქართველოში. ეს ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში," -  ნათქმია წერილში. 

27/06/2014 15:12:55 პესკოვი: რუსეთი თავდაცვით ზომებს მიიღებს

თუ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას რუსულ ბაზარზე ნეგატიური შედეგი ექნება, მოსკოვი თავდაცვით ზომებს მიიღებს - ამის შესახებ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

27/06/2014 14:12:07 საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. 1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს - საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა; ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ. 

23/06/2014 18:55:47 ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე განცხადება გაავრცელა

ევროკავშირმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

24/06/2014 13:24:29 საქართველოს დელეგაციის ნაწილი ბრიუსელშია

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ნაწილი ჩავიდა.

18/06/2014 15:04:28 ევროკავშირი: დაშინება და ძალადობა შეშფოთების საგნად რჩება

ევროკავშირის განცხადებით, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული დაშინება და ძალადობა შეშფოთების საგნად რჩება. 

03/09/2014 14:06:15 ევროკავშირში ახალი სანქციების შესახებ წინასწარი შეთანხმება შედგა

ევროკავშირი რუსეთის სახელმწიყო ყველა კომპანიისთვის და არა მხოლოდ ბანკებისთვის, როგორც ეს აქამდე იყო, სესხის გაცემის ან ევროპული კაპიტალის ბაზარზე დაშვების აკრძალვას განიხილავს, მაგრამ ჯერჯერობით საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-იდან მისი გამოთიშვა არ სურს, ამბობენ ევროპელი დიპლომატები.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.