შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
06/03/2017 14:59:40

პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, - აცხადებს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა.მისი ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილმა ყველა შეკითხვას პასუხი გასცა. 

ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

”ქალბატონი შორენა დაიკითხა მთავარ პროკურატურაში, ზუსტად არ ვიცი, ხუთშაბათს, თუ პარასკევს საღამოს. როგორც მე ვიცი, ყველა შეკითხვას გასცა ამომწურავი პასუხი. სამართლებრივად მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან დადგენილება გამოტანილი იქნა მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს აისახებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში”, - განაცხადა ქარჩავამ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე, შორენა თეთრუაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს. გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.

10/06/2014 18:01:05 ადვოკატი: შამათავა ცინდელიანის მკვლელობის დროს საქართველოში არ იყო

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის რომან შამათავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდება დავით ცინდელიანის მკვლელობასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია, რადგან მკვლელობის დროს შამათავა საქართველოში არ იმყოფებოდა.

04/04/2014 13:38:39 თათუხაშვილის ადვოკატი დაცვის ღონისძიების გაუქმების დადგენილებას აქვეყნებს

შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი პროკურორის დადგენილებას, თათუხაშვილისთვის დაცვის ღონისძიების გამოყენების შესახებ, აქვეყნებს. ადვოკატის განცხადებით, დადგენილების სამოტივაციო ნაწილში კარგად ჩანს პროკურატურის მცდელობა დაეფარა ჩადენილი დანაშაულების კვალი. 

16/07/2014 20:07:21 ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი პირველ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება. 

06/08/2014 16:20:08 დათა ახალაიას სასამართლო საბერძნეთში 6 ოქტომბრისთვის გადაიდო

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას სასამართლო პროცესი საბერძნეთში 6 ოქტომბრისთვის გადაიდო

23/02/2014 21:22:54 ადვოკატი გოგა ონიანი უფლებამოსილების გადამეტებისათვის დააკავეს

გოგა ონიანი დღეს საკუთარ სახლში სამართალდამცავებმა დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს. რა მუხლებით, არ კონკრეტდება. თუმცა ცნობილი ხდება, რომ ყველა მათგანი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

29/07/2014 13:54:57 დავით კეზერაშვილს პროკურატურასთან კითხვები აქვს

თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს პროკურატურასთან კითხვები აქვს, - ამის შესახებ კეზერაშვილის ადვოკატმა, გიზო უგლავამ განაცხადა.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.