კვირიკაშვილი: გამოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი
06/03/2017 12:50:07

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერის განცხადებით, ეს ინსტიტუტი მუდმივად უნდა დააკვირდეს მედიაგარემოს და მის განვითარებას.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ "რუსთავის 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე.

ამასთან, მინდა ყველას შევახსენო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც.

სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია", - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერმინისტრი ადღეს გაკეთებულ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება არის და იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის გარანტი. მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია.

"სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა, სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, ისევე როგორც - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან.

ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის და მათი დამოუკიდებლობის. მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტებმა უზრუნველყონ ყოველი მათგანის უფლების დაცვა, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობის ინტერესშია, დაცული იყოს მედიაპურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება.

"სწორედ ამიტომ, საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება. მართლაც, პირველ რიგში სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი, ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი.

ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მისი განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს", - ამბობს კვირიკაშვილი და აღნიშნავს, რომ "ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული". 

2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ევროსასამართლომ რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. დროებით შეჩერების მექანიზმს ვადა 8 მარტს ეწურება.


03/05/2014 15:53:08 "ფაშისტი ნაძირლები საკუთარ ბუდეში უნდა გავჭყლიტოთ" - დეპუტატი მირონოვი უკრაინაში ჯარის შეყვანას ითხოვს

პარტია "სპარავედლიავაია როსიას" (სამართლიანი რუსეთი) და სახელმწიფო დუმის ფრაქციის ხელმძღვანელი სერგეი მირონოვი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ჯარი უნდა შეიყვანოს და "დაიცვას ჩვენი ძმები და დები, შეაჩეროს "ბანდერები"

20/03/2014 22:29:33 აშშ-მ რუსი ჩინოვნიკების სია, ვისზეც სანქციები გავრცელდება გაზარდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსი ჩინოვნიკების სიას, რომელთა მიმართ სანქციები დააწესა დღეს კიდევ 20 პირი დაემატა. რუს ჩინოვნიკებს შეერთებულმა შტატებმა შეუზღუდა აშშ-ში შესვლა, გაუყინა ანგარიშები, ხოლო ქონების კონფისკაციას დაექვემდებარება ის ჩინოვნიკები, რომლებიც ვლადიმერ პუტინის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენენ.

27/09/2016 14:24:34 სუს-ი ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაკითხვაზე იბარებს

სუს-ი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომლებიც ინტერნეტით გავრცელებულ ჩანაწერში ფიგურირებენ, დაკითხვაზე იბარებს. 

16/03/2016 17:28:15 კვირიკაშვილი: რუსმა პოლიტიკოსებმა, ალბათ, პირველ რიგში, საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება

გრიგორი კარასინის განცხადებამ საქართველოში მძაფრი რეაქცია გამოიწვია - ამ საკითხზე კომენტარი უკვე  პრემიერ მისიტრმაც გააკეთა

07/03/2017 13:22:31 დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას გეგმავს

პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებიs ჩატარებას გეგმავს და მას დაცვის მხარე დაესწრება, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა განაცხადეს. 

01/03/2014 14:25:54 ენმ-ს თბილისის კონფერენცია მერობის კანდიდატს აირჩევს

ერთიანი ნაციონალი მოძრაობის თბილისის თავმჯდომარედ მოძრაობამ გიგი უგულავა აირჩია. უგულავას თქმით, ის ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობას აპირებს.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.