გვარამია: ჩვენ ვთავაზობთ ხალვაშს გაუსტუმროთ თანხა
02/03/2017 00:38:43

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გავდივართ ეთერიდან, – ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე ქიბარ ხალვაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადასცეს თუ არა რუსთავი 2–ის მენეჯმენტს არხი, იქამდე ტელეკომპანია მაუწყებლობას გააგრძელებს. 

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გავდივართ ეთერიდან, ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან. თუ გამორთავთ ეთერს და გაგვიყვანთ აქედან, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე და ქვეყნის დაზარალება შეუქცევადად, რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პატრიოტები. ეს ადამიანები, ვინც ჩვენს უკან დგანან, მათთვის ქონების გადაცემის შემთხვევაში, ისინი უზრუნველყოფენ არხის გამართულად ფუნქციონირებას, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, მის შემოსავლებს და ისე, რომ ქიბარ ხალვაშს გავუსტუმროთ თანხა. ისინი არ გაასხვისებენ ამ არხს. შეგვიძლია ეს პირობაც ჩავდოთ არხის გადმოცემის პირობაში. ეს ჩვენი ბოლო სიტყვაა, ბურთი ახლა თქვენს მოედანზეა. თქვენ მოკალით სიტყვის თავისუფლება და სასამართლო ხელისუფლება, გთავაზობთ გამოსავალს ამ გამოუვალი მდგომარეობიდან. „რუსთავი 2“ დარჩება ეთერში და ხმამაღლა გავიგებთ ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც მიიღებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვარამიას თქმით, ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, არხი არსებულ მენეჯმენტს მიჰყიდოს.


03/09/2014 19:09:08 ობამა NATO-სგან პარტნიორების თავდაცვის გაძლიერებას ითხოვს

ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ NATO-ს სხვა პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვას დასახმარებლად, მათი თავდაცვის გასაძლიერებლად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა , ბარაკ ობამამ ესტონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

09/09/2014 18:17:51 ИТАР-ТАСС: უკრაინულ არმიას ამერიკელებმა იარაღი გადასცეს

ხარკოვის აეროპორტში ამერიკულისამხედრო-სატრანპორტო თვითმფრინავი Herculesის დაჯდა, რომელმაც უკრაინის არმიისათვის ზალპური სარაკეტო ორი სისტემა - რუმინეთში წარმოებული Larom და ესპანეთში წარმოებული Teruel 3 ჩაიტანა. ინფორმაცია ამის შესახებ ИТАР-ТАСС ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო "ნოვოროსიაზე" დაყრდნობით.

28/07/2014 15:32:03 ოთარ კახიძე: მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალი წინასწარ გამზადებული ქონდათ

საგამოძიებო უწყებას, მათი აზრით, თავიდანვე ჰქონდა ბრალდებისთვის საკმარისი მასალები, მაგრამ იბარებდნენ მაინც მოწმის სახით და არღვევდნენ კანონს, განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ.

05/05/2014 15:32:20 საკონსტიტუციო კომისია ხელისუფლების შტოების უფლებამოსილების დაბალანსებაზე მსჯელობს

იუსტიციის სახლში საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. განხილვის მთავარი თემა პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის უფლებამოსილებების განსაზღვრაა. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები უნდა გამარტივდეს.

15/08/2014 13:02:47 ღარიბაშვილი: სამარცხვინო პრეზიდენტი გვყავდა

"ტიპური დიქტატორის" განცხადებები უწოდა საქართველოს პრემიერ მინისტრმა რუსთავი 2-თან მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს. პრემიერის თქმითვე, მას, როგორც რიგით მოქალაქეს, რცხვენია, რომ ქვეყანას "სამარცხვინო პრეზიდენტი" ჰყავდა.

02/03/2014 05:48:58 რვა ნაბიჯი, რომელიც ობამამ რუსეთის დასასჯელად უნდა გადადგას

რუსეთის არალეგალური სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში, ყირიმის რეგიონში, სახელმწიფოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. რვა ნაბიჯი, რომელიც ობამამ რუსეთის დასასჯელად უნდა გადადგას.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.