რუსთავი 2-ის შენობის ეზოში კარვების გაშლა დაიწყო
02/03/2017 23:52:27

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის შენობის წინ კარვების გაშლა დაიწყეს. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა მიიღეს, რომელთა განცხადებით, კარავი იქნება ერთგვარი შტაბი, სადაც სამომავლო გეგმები შემუშავდება.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-თან ამ დრომდე რჩებიან არხის მხარდამჭერები. ისინი უზენაესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. მათი თქმით, გადაწყვეტილება უსამართლოა და ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. 

ასევე ცნობილია, რომ 00:00 საათისთვის სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ში მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. სავარაუდოდ, განცხადებას არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააკეთებს. 

04/03/2014 14:55:13 გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, გეგუთის ციხეში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, შედეგად ერთ-ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა.პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში.

12/03/2014 16:22:33 ალექსანდერე ტურჩინოვი: უკრაინას შესწევს ძალა თავი დაიცვას

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ თავიანთი ქვეყნის დაცვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სააგენტო "ფრას პრესს" განუცხადა.

05/10/2016 13:19:03 კობახიძე: ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, ხელისუფლების ხელში ჩაგდების გამო

გუშინდელმა აქტმა კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები ძალაუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო, - განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქრბასთან დაკავშირებით. 

08/10/2016 11:3818 ცესკო: 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8,34%-ია

ცესკო-ს მონაცემებით, 10:00 საათისათვის, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 8.34% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 957 მოქალაქეა. 2012 წელს ამავე დროისთვის ხმის მისაცემად 10.66% იყო მისული. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, 10:00 საათის აქტივობა 6.8% იყო.

12/06/2014 19:00:27 უკრაინაში რუსული ტანკები შევიდა(VIDEO)

დღეს უკრაინის საზღვარი გადაკვეთა რამდენიმე რუსულმა ჯავშანტექნიკამ და ტანკიმა T 72. სამხედრო მძიმე ტექნიკა რუსეთიდან უკრაინაში საზღვრის იმ მონაკვეთიდან შევიდა, რომელიც ბოევიკებს აქვს დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა გაავრცელა.

01/08/2014 11:25:40 ღარიბაშვილი: გაერო გვთხოვს, წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დაჩქარებას

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "გაეროს პირდაპირი რეკომენდაცია და მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს წარსულში, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულებების გამოძიების პროცესი". ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.