ბარამიძე: ენმ რუსთავი2-ს ფიზიკურადაც გვერდით დაუდგება
03/03/2017 22:42:34

ნაციონალური მოძრაობა ფიზიკურადაც რუსთავი 2-ის გვერდით იქნება, ვაპირებთ ხალხის მობილიზებას, - ამის შესახებ პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძემ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის ეთერში სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. 

ბარამიძის თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმის დასასრულის დასაწყისის დღეა. "ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ადამიანი, ვისაც ესმის, ეს რა ფასეულობაა. აუცილებლად უნდა გავარჩიოთ, ვის რა ეწყინა და ვის რა შეეშალა. ახლა უნდა გადავარჩინოთ „რუსთავი 2“. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვაპირებთ ხალხის მობილიზებას. იმიტომ არა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიაა, ეს ასე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამას ლაპარაკობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ გაანადგურეს და როგორც ქართული საზოგადოება ვერ გააჩერა ვერავინ, ისე ვერ გაანადგურებენ „რუსთავი 2“–ს. ვიდგებით თქვენს გვერდით ფიზიკურადაც. ვიქნებით თქვენს გვერდით დღისით, ღამით, როცა საჭირო იქნება. აქ არანაირი პარტიული თემები არ იქნება, იქნება ერთი ჯანსაღი აზრი, თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

24/04/2014 15:29:45 პუტინი: რაც სლავიანსკში ხდება, კიევისთვის ცუდ შედეგს მოიტანს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინამ სლავიანსკში მიმდინარე სპეცოპერაციაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით კიევის ქმედებები მათ ცუდ შედეგს მოუტანს, მათ შორის რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით.

28/09/2016 14:21:38 გია ლორთქიფანიძე: 15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურეობრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში

დაცვის მხარე გია ლორთქიფანიძისთვის  აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველს ვერ ხედავს. როგორც ადვოკატებმა პროცესზე განმარტეს, არავითარი საფუძველი ოდესის პოლიციის უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, არ არსებობს.

19/09/2016 11:42:07 ოცნება ნაცმოძრაობას საარჩევნო შტაბში შეჭრასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.

28/05/2014 11:49:11 გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს

გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი წუხელ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 120-ე მუხლით გრძელდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

07/08/2014 18:52:42 მარგველაშვილი: ვართ გარანტი, რომ პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკელი სენატორების მიერ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიწერილ წერილს ეხმაურება.

13/08/2014 16:26:00 ირანი ევროპაში გაზის მიწოდებისათვის Nabucco-ს პროექტის გაცოცხლებას აპირებს

ირანმა შესაძლოა საკუთარი გაზი ევროპას Nabucco-ს გაზსადენით მიაწოდოს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ ალი მაჯედიმ განაცხადა. მისი თქმით, ირანს უკვე სტუმრობდა ორი ევროპული დელეგაცია, რომელთა მიზანი ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შემთხვევაში, ირანული გაზის ევროპაში მიწოდების სხვადასხვა გზების განხილვა იყო.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.