უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა
03/03/2017 20:44:39

ტელეკომპანია რუსთავი 2 უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა“. რაც ნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი ორის 100 %-ით ხალვაშს მიაკუთვნა.

”- ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 

- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. 

- ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

- გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა. 

- უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება”, -ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც საკუთარ გვერდზე ”რუსთავი 2 ” ავრცელებს. 


15/04/2014 11:41:09 დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია

დონეცკის ოლქში მობილიზებულია ძალები ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად. შესაძლოა ხელისუფლებამ მობილური ოპერატორების კავშირი გამორთოს. ამის შესახებინფორმაცია გაავრცელა სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა. 

03/10/2016 15:50:18 გვარამია:ხელისუფლებამ ჩაიდინა კიბერ-დანაშაული - ჩემს კომპიტერში ფარული შეღწევა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან გამართული საუბრის ჩანაწერი მისი გაკეთებულია. გვარამიას თქმით, ეს არაა სატელეფონო საუბარი, საუბარი ჩაიწერა თავად პირადი კომუნიკაციის დროს და ჩანაწერი მის კომპიუტერში ინახებოდა. 

06/09/2014 16:31:44 სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შეთანხმება ათჯერ დაარღვიეს

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერ ანდრეი ლისენკოს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, "ბოევიკებმა" უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებზე შეტევა 10-ჯერ მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. 

06/03/2017 12:50:07 კვირიკაშვილი: გამოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

03/05/2014 14:47:24 ყირიმელმა თათრებმა საზღვარზე ომონის ბლოკ-პოსტი გაარღვიეს

ყირიმელმა თათრებმა რუსული სპეცრაზმის კორდონი გაარღვიეს და საზღვრისკენ მიდიან. იყო შეხლა-შემოხლა. სპეცრაზმი ჰაერში ისროდა. ამ წუთებისთვის ყირიმელი თათრების კოლონა საზღვარს უახლოვდება, ომონელები ავტომატებით მათ გვერდით მიყვებიან.

07/08/2014 10:38:18 პეტრიაშვილი:ცხინვალის ადმინისტრაციული საზღვრის შეზღუდვა პროვოკაციაა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან დაწესებულ შეზღუდვას პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ ამას საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ცივი გონებით უნდა შეხედოს, რათა უფრო დიდ პროვოკაციაში ჩათრევა არ მოხდეს


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.