გვარამია: ბიძინა ივანიშვილები მიდიან და მოდიან, საქართველო რჩება
02/03/2017 16:15:56

ბიძინა ივანიშვილები, რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეთ, მათსავით მოთხრილი ხეებივით მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება, - განაცხადა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უზენაეს სასამართლოსთან, ტელევიზიის მხარდამჭრ აქციაზე. 

მისივე განცხადებით, „საქართველო ვერ გაანადგურა საუკუნეების განმავლობაში ბევრმა აღა მაჰმად ხანმა, თემურ ლენგმა და ვერ იზამს ამას ვერც ბიძინა ივანიშვილი“. 

„შესაძლოა, ხე მოთხარო და გადარგო შენს ბაღში, მაგრამ ქვეყანას ვერ მოთხრი და ვერსად ვერ გადარგავ. თუ ამ 9 მოსამართლეს სურს შეასრულოს იმ ბარებისა და ნიჩბების როლი, რომლითაც ივანიშვილი მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან თხრის საქართველოს ძირფესვიანად, ეს იქნება მათი არჩევანი, მაგრამ მათი არჩევანი ძალიან მალე გახდება მათი განაჩენი“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე განმარტებით, ამ ისტორიულ შენობაში წყდება საქართველოს ბედი.

„დიახ, ეს 9 ადამიანი უბრალოდ 9 სახელი და გვარი არაა - უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე დღეს ან ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საქმესთან დაკავშირებით, რომლითაც ხელს მოაწერენ კანონიერებას, სამართლიანობას, სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას და ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, შეიტანს საკუთარ თავსაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით, ან მიიღებს უკანონო, უსამართლო, საკუთრების უფლების და სიტყვის თავისუფლების შემლახავ გადაწყვეტილებას, ამით დააყენებს რისკის წინაშე და შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის მომავალს, და რაც მთავარია მათთვის, საკუთარ სახელებს შეიტანს შავი ასოებით ისტორიაში. ეს არის გარდაუვალი“, - განაცხადა გვარამიამ. 

03/05/2014 17:21:50 დონბასის ქალაქ კონსტანტინოვკაში ბრძოლები მიმდინარეობს(VIDEO)

დონეცკის რაიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში ამ წუთებში სიტუაცია ისევ გამწვავდა და ტერორისტები ცდილობენ ტელეანძის აღებას, მიმდინარეობს ბრძოლები. ამის შესახებ ინფორმაცია, თავის ფეისბუქ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა გამოაქვეყნა.

27/02/2014 12:01:07 ყირიმის შინაგანი ჯარი და მილიცია რადას შენობასთან არის მობილიზებული

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენი ავაკოვმა სიმფეროპოლში შექმნილი სიტუაციის გამო განცხადება გააკეთა, მან განაცხადა, რომ შინაგანი ჯარები და ყირიმის პოლიცია სრულად მობილიზებულია. 

11/09/2014 12:27:49 ირაკლი ჩიქოვანი: აუცილებელია თანმხვედრი მუშაობა და არ - კონკურენცია

აუცილებელია თანმხვედრი მუშაობა და არა - კონკურენცია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად აღიქვამს და უნდა, მას ხელი შეუშალოს. 

05/03/2014 16:36:56 პრორუსმა მოხალისეებმა ქალების აქცია "მშვიდობისათვის" დაარბიეს (VIDEO)

სიმფეროპოლში უკრაინის სახმელეთო დაცვის შტაბთან თავს დაესხნენ ქალებს, რომლებიც რომლებიც ომის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.

16/05/2014 16:29:46 რუსეთი უკრაინაში ოკუპანტად ოფიციალურად გამოცხადდა

უკრაინამ რუსეთი ოფიციალურად ოკუპანტად გამოაცხადა.  დღეს ძალაში შევიდა კანონი ყირიმის დროებითი ოკუპაციის თაობაზე. კანონი ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების შესახებ, რადამ 14 აპრილს მიიღო. კანონი გამოქვეყნდა 14 მაისს და ძალაში დღეს შევიდა.

08/02/2017 10:34:48 მაკეინმა პუტინს ჯალათი, ავაზაკი და მკვლელი უწოდა

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ქმედებების მორალური თვალსაზრისით შედარების მცდელობები მკაცრად გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფომაციაც CNN ავრცელებს.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.