უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
02/03/2017 13:48:28

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქცია უზენაესი სასამართლოს პალატის მიერ რუსთავი 2“ის საქმის განხილვის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს  

სიტყვის თავისუფლების დაცვის აქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, გია ბარამიძემ გახსნა. მან უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

”მოგესალმებით საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს, მოგესალმებით თავისუფლების მოყვარე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც კარგად გაქვთ შეგნებული, რომ დღეს აქ, უზენაესის სასამართლოს წინ ვდგავართ, ვთხოვთ და მოვითხოვთ მოსამართლეებისგან, რომ მათ მიიღონ ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეუნარჩუნებს ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მედიასაშუალებას, როგორიც არის ”რუსთავი 2”. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს მხოლოდ ”რუსთავი 2”-სთვის ბრძოლა არ არის. ეს არ არის მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ეს არის თითოეული მედიასაშუალების, თითოეული ჟურნალისტის, რომელსაც აქვს გამბედაობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ გადასცეს ნებისმიერი, მართალი ინფორმაცია, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც არ აწყობს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ თქვას ის სიმართლე, რაც უხერხულია ხელისუფლებისთვის. ამიტომ, დღეს არის ბრძოლა ”რუსთავი 2”-თვის, მაგრამ არის ბრძოლა საქართველოში მედიათავისუფლებისთვის, თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისთვის”, - განაცხადა გია ბარამიძემ.

„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაში რიგით მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. უზენაეს სასამართლოსთან იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. 

28/07/2014 15:32:03 ოთარ კახიძე: მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალი წინასწარ გამზადებული ქონდათ

საგამოძიებო უწყებას, მათი აზრით, თავიდანვე ჰქონდა ბრალდებისთვის საკმარისი მასალები, მაგრამ იბარებდნენ მაინც მოწმის სახით და არღვევდნენ კანონს, განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ.

01/05/2014 19:33:51 არასამთავრობო ორგანიზაციების პრემიერის განცხადებების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კამპანია "ეს შენ გეხება"-ს ორგანიზატორები არიან, განცხადებას ავრცელებენ და პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე გამოსვლის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა და არც ერთი ფაქტი აღნიშნულთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადებას ინფონეტი უცვლელად გთავაზობთ.

18/05/2014 21:14:57 პრემიერმა სამეგრელოში მეგრელებსა და "ნაციონალურ მოძრაობაზე" ისაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას მეგრულ ენაზე მიესალმა და მათ ილია ჭავჭავაძის შემდეგი სიტყვებით მიმართა - სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე, დიდი საქართველო. პრემიერმა შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობაზე" ისაუბრა - ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა "ნაციონალურმა მოძრაობამ"

12/09/2016 19:10:42 ქუთაისში ივანიშვილთან შეხვედრის მსურველები თეატრის ეზოში გამოკეტეს

ქუთაისში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრთან იპოთეკური სესხის მქონე პირებმა, რომლებიც სესხების გადავადებას უკვე წლებია ითხოვენ და ქართული ოცნების მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ექსპრემიერთან შეხვედრას მოითხოვდნენ. პოლიციამ და ივანიშვილის დაცვამ მათ ამის უფლება არ მისცა.

02/02/2014 18:54:55 ღარიბაშვილი: რუსეთმა დაიწყო კონსტრუქციული ნაბიჯების გადმოდგმა

მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ბოლოს პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა.  რუსეთისა და საქართველოს შეთანხმების მთავარი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებია. აშშ და ევროპა მიესალმება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატს, - განაცხადა პრემიერმა.

03/09/2014 01:49:20 უკრაინაში NATO-ს სამხედრო სწავლება 16-26 სექტემბერს იგეგმება

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში სამხედრო წვრთნას Rapid Trident (სწრაფი სამკბილა) გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას 200 ამერილელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. სამხედრო წვრთნებს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გაიმართება მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 1100 სამხედრო მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ს ევროპული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა გრეგორი ჰიკსმა განაცხადა.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.