ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 29 მარტიდან გახდება შესაძლებელი
01/03/2017 17:46:43

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა.

ევროპარლამენტში გამართული ცერემონიის ფარგლებში რეგულაციას ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს.

ღონისძებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.  

ხელშეკრულების გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ. 

დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ფიორგი კვირიკაშვილმა

„მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ. დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს უკვე აღარ არის პირველი ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“, - განაცახდა კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა რეფორმების განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა კოლეგებს, საქართველოს ყველა მეგობარს ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოში, ევროკომისიაში და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს. 

„დღევანდელი დღე არის გამოხატულება უდიდესი ნდობისა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და დიდი ნდობის გამოხატულება, ასევე, ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ეს არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა ევროკავშირის მიმართულებით და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ საქართველო სმოსახლეობასთან ერთად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

21/07/2014 23:46:40 რუსეთიდან ერთ კვირაში 47 მილიარდის ინვესტიცია გავიდა

რუსეთის საფონდო ბირჟის ინდექსების დაცემა მეექვსე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მსხვილი რუსული კომპანიების აქციები უფასურდება, ინვესტორებს რუსეთიდან ფული გააქვთ, სანქციების მესამე ტალღის შემოღების შემთხვევაში დეფოლტი რეალური გახდება. 

20/05/2014 17:13:18 ომბუდსმენი: საკონტიტუციო გარანტიები ინსტიტუციონალური გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია

სახალხო დამცველის საკონსტიტუციო გარანტიები არის მნიშვნელოვანი, იმ გამოწვევების ფონზე, რაც ომბუდსმენის წინაშე დგას, - განუცხადა INFONET-ს სახალხო დამცველის მოადგილე  პაატა ბელქაძემ.

10/02/2017 09:39:38 GPB-ის ბორდი ტელევიზიაში შეჭრას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად აფასებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის შენობასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შეიჭრნენ შენობაში და ძალადობრივი გზით გავიდნენ ეთერში, რასაც საბჭო "ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად" აფასებს.

28/11/2016 21:54:28 ენმ-ის ყრილობის ჩატარების წესზე პარტიაში განსხვავებული მოსაზრებებია

ნაციონალური მოძრაობის წესდებაში დაკონკრეტებული არ არის, როგორ აირჩევიან ყრილობის მონაწილე ხმის უფლების მქონე დელეგატები, პარტიის 12-გვერდიან წესდებაში მხოლოდ ის წერია, რომ დელეგატთა რაოდენობა 200-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და მათი არჩევის წესს პოლიტიკური საბჭო განსაზღვრავს.

04/09/2014 15:53:26 NATO-მ რუსეთი ღია აგრესიის დაწყებაში დაადანაშაულა

NATO-ს სამიტის დაწყების წინ მსოფლიო ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდებიან. უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერებს 5+1 ფორმატში ხვდება. შეხვედრას ბარაკ ობამა, ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი, დევიდ კემერონი და მატეო რენცი ესწრებიან. შეხვედრაზე კრიზისი მოგვარების პერსპექტივებს, მათ შორის, პუტინის მიერ ინიცირებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას განიხილეს.

12/06/2014 21:27:33 ალასანია: მამა ღმერთმა არ იცის, ჩაატარებს თუ არა რუსეთი ანექსიას

მამა ღმერთმა არ იცის, ჩაატარებს თუ არა რუსეთი ანექსიას, - განუცხდა ჯურნალისტებს ირაკლი ალასანიამ, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამს გამოეხმაურა. ღარიბაშვილმა კი BBC-ის უთხრა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიით.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.