მარგველაშვილი: დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისგან, აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლებიც
25/02/2017 11:08:26

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკრების მემორიალთან გვირგვინი მიიტანა. 

დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისგან, - განაცხადა პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი იუნკრების მემორიალთან. პრეზიდენტთან ერთად ტაბახმელაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა აქვე ახალი ინიციატივა გააჟღერა.

“დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისგან, აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლებიც, რადგან ეს ქვეყანა, ეს მიწა-წყალი, ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და ყოველთვის პატივს მიაგებს იმ გმირებს, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლო. აქ მიმდინარეობდა რეალურად ის ბრძოლები, რომელიც ბოლო ზღვარი იყო, ვიდრე აიღებდნენ თბილისს. ჩვენ ვაპირებთ, რომ აქ, იმ შემაღლებებზე, სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები დედაქალაქს იცავდნენ, ნაწილი ამ სანგრებისა აღვადგინოთ, რადგან ახალგაზრდებმა, ტურისტებმა, ჩვენ ყველამ ვნახოთ ის ადგილები, სადაც იბრძოდნენ და ჩვენი ქვეყნისთვის თავს სწირავდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, განხორციელდება 1921 წლის თებერვალში გამართული ყველაზე მძიმე ბრძოლის ადგილის არქეოლოგიური შესწავლა და არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობის პირვანდელი სახით აღდგენა. 

მათივე ინფორმაციით, აღდგენილი სანგარი გახდება ახალი ტურისტული მარშუტი და ხელს შეუწყობს მომავალი თაობების დაინტერესებას საქართველოს სამხედრო ისტორიით.

25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების დღეა. დღეს, თბილისში ყველა სახელმწიფო უწყების თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.


02/06/2014 20:57:42 საქართველოში შვეიცარიის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დიდიე ბურკჰალტერი სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დღეს საღამოს მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. 

20/11/2014 16:01:17 კოტე ჩოკორაია: ხობის მაჟორიტარი მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ ასოცირდეს სახელისუფლო პარტიასთან

როდესაც მაჟორიტარი დეპუტატი იმის ნაცვლად, რომ პოლიტკური ამოცანის შესრულებით იყოს დაკავებული  ხან პროდასავლელი პოლიტიკოსია, ხან პრორუსი,იმის მიხედვით ვინ არის ხელისუფლებაში და ფიქრობს იმაზე როგორ ასოცირდეს სახელისუფლებო პარტიიასთან, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კოტე ჩოკორაიამ, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადების კომენტირებისას.

18/04/2014 21:52:23 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თვლის, რომ რუსეთს აქვს გავლენა სეპარატისტებზე

რუსეთს აქვს შესაძლებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში თავის ხალხზე გავლენა მოახდინოს - მათ აქვთ გავლენა სეპარატისტებზე. რუსეთმა უკრაინის შესახებ ჟენევის შეთანხმების იმპლიმენტაციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, დარწმუნებულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.

24/09/2014 12:46:45 საქართველოს მხრიდან სიერიელი მეამბოხეების წვრთნის მზაობის თაობაზე Reuters-იც წერს

ქართულმა მხარემ ვაშინგტონს სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შეთავაზების შესახებ  ინფორმაციას აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით Reuters-იც აქვეყნებს

04/07/2014 12:54:49 ენმ არჩევნების თარიღს გაასაჩივრებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას გიგი უგულავას დაპატიმრებას უკავშირებს. ენმ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

17/05/2014 17:02:21 რუსეთი შოკშია ლატვიის გადაწყვეტილების სსრკ-ს და ფაშისტური გერმანიის გათანაბრების გამო

ლატვიის პარლამენტმა, როგორც ცნობილია, ხმა მისცა კანონში ცვლილებას, რომელიც საბჭოთა აგრესიაის უთანაბრებს ფაშისტური გერმანიის ქმედებას ლატვიის მიმართ და ამ ქმედებების საჯარო უარყოფა საჯაროდ ცვლილების მიხედვით დასჯადი გახდა. რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოხატა.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.