ნანუაშვილი:მამა გიორგი მამალაძის მიერ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია ეწინააღმდეგება პროკურატურის ვერსიას
25/02/2017 10:01:53

ინფორმაცია, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მომაწოდა, საკმაო წინააღმდეგობაში მოდის პროკურატურის მხრიდან გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა PalitraNews- სთან განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, ასეთი არაერთი კონკრეტული ფაქტია, რაზეც დეკანოზმა მასთან ისაუბრა. როგორც ნანუაშვილი აცხადებს, დაკავებულის დაკითხვის პროცესი და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები დროულად უნდა წარიმართოს. 

”მნიშვნელოვანია ეს პროცესი, რაც შეიძლება მალე დაიწყოს, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია და ყველაფერს მოეფინოს ნათელი. გასაგებია, რომ არის გამოძიება, მაგრამ ეს პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში რეალური და ეფექტური გამოძიება ჩატარდეს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს ”, - განაცხადა ნანუაშვილმა. 

გარდა ამისა, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მას არ ახსენდება არც ერთი ისეთი შემთხვევა, როცა სასულიერი პირს დაკავებულთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მიეცა, როგორც ეს მეუფე პეტრესა და დეკანოზ გიორგი მამალაძის შემთხვევაში მოხდა. 

”მიძნელდება გავიხსენო რაიმე მსგავსი პრეცედენტი. ეს უფრო მეტ კითხვის ნაშანს წარმოშობს”, - აცხადებს ომბუდსმენი. 

28/09/2016 12:29:38 სააკაშვილი:ყველაფერი მიდის ივანიშვილის მარცხისკენ, ხელისუფლების ხავერდოვანი ჩანაცვლებისკენ

რომელ არეულობაზე და გადატრიალებაზე ლაპარაკობს ეს ხალხი, აქ სერიოზული საქმით ვარ დაკავებული და არა კონსპირაციებით, -  საქარღველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავის FACEBOOK გვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

09/09/2014 12:25:17 ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დღეს  მიიღო, თუმცა მისი გამოქვეყნებისა და ამოქმედების ვადა რამდენიმე დღით გაახანგრძლივა.

24/01/2014 22:29:51 საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართა(PHOTO)

მეორე დღეა თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დღეს აქცია უკრაინის საელჩოსთან გაიმართა. ქართული ტელეარხები  ყოველდღე პირდაპირ ეთერში აჩვენებენ, რაც კიევის ქუჩებში ხდება.

03/10/2016 12:57:10 ივანიშვილი: ახალგორის მოვლენები წინა ხელისუფლების დაუდევრობით მოხდა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალგორის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ყოფილი ხელისუფლების დაუდევრობით მოხდა. როგორც ივანიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი რაში იყო მაგარი, ვერსად აჩვენა. 

18/05/2016 12:46:03 პრეზიდენტს სასამართლოს შესახებ კანონის მიღების პროცედურა არ მოსწონს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების პროცესი სწრაფად წარიმართა, რაც პოლიტიკურად გაუმართლებელია.

05/10/2016 14:23:54 მე მიყვარს ქოცები - ვიდეორგოლები სოციალურ ქსელში (VIDEO)

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეოკლიპები სახელწოდებით - "მე მიყვარს ქოცები". კლიპები წინასაარჩევნოდაა დამზადებული და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გავრცელებული ნეგატიური ინფორმაციის გაქარწყლებას ისახავს მიზნად. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.