რუსთაველის გამზირზე რუსთავი 2-ს მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა იმართება
10/02/2017 14:45:03

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს. მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და უზენაესი სასამართლოსკენ მიემართება. აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად იმართება. 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო 15 თებერვლამდე აპირებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საწინააღმდეგო, უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას და ხელისუფლების სურვილის გათვალისწინებას. 

„საზოგადოებამ გადაწყვიტა პროტესტი გამოუცხადოს იმ მანკიერ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მიმართებაში. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზენაესმა სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანოს. ამას მოწმობს ყველასთვის ცნობილი ფაქტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის, ნატა ნაზღაიძისთვის ქრთამის მიცემას უკავშირდება. ამ პროტესტს უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ. 

მსვლელობის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი. აქციაში მონაწილეობენ საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები, რომელშიც 8 პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზიციები არიან გაერთიანებული. მათი განცხადებით, დღევანდელი საპროტესტო აქცია ასევე ეხმაურება იმ ზეწოლასაც, რომელსაც ადგილი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელში. აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს დროშები, საყვირები, ასევე ბიძინა ივანიშილის კარიკატურული ბანერი, სადაც საქართველოს ყოფილ პრემიერს გეორგიევსკის ლენტი აქვს შებმული და ყველა ინსტიტუცია მის დაქვემდებარებაშია. 

13/09/2014 11:02:01 აშშ: პოლიტიკური ოპონენტების დევნა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციიის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო ასევე იმ რისკებით რასაც პოლიტიკური დევნა საქართველოს დემოკრატიას უქმნის. დეპარტამეტი ავრცელებს სპეციალურ განცხადებას. 

06/03/2014 02:59:36 ანდრეი პარუბი: ავიამზიდი "ჯორჯ ბუში" რეგიონის უსაფრთხოების ფაქტროია

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თვდაცის საბჭოს მდივანი ანდრეი პარუბი თვლის, რომ შავი ზღვის აკვატორიასთან აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ავიამზიდ "ჯორჯ ბუშის" მოახლოება, უზრუნველყოფს რეგიონში უსაფრთხოებას. 

06/08/2014 18:24:17 ბერლინი მოსკოვს ესკალაციის შეჩერებისკენ მოუწოდებს

ბერლინი მოსკოვს მოუწოდებს თავშეკავებული პოლიტიკის გატარებისკენ უკრაინის მიმართ. "რუსეთმა უარი უნდა თქვას იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მდგომარეობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს", - განაცხადა დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა.

30/10/2014 15:22:52 დავით უსუფაშვილი: კოალიცია არის ინსტრუმენტი და არა მიზანი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კოალიცია არის ინსტრუმენტი და არა მიზანი.

03/10/2016 10:07:25 ნიკა გვარამია ახალ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, 15 საათზე ბრიფინგს გამართავს

წუხელ, გვიან ღამით, რუსთავი ორის გენერალური დირექტორისა ნიკა გვარამიას და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა.

27/06/2014 16:01:49 პუტინი კიევისგან ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიან რეჟიმს ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აუცილებელია ცეცხლისშეწყვეტის გრძელვადიანი რეჟიმის შემოღება და დიალოგის აღდგენა კიევსა და სამხრეთ-,აღმოსავლეთს შორის, - ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.