GPB-ის ბორდი ტელევიზიაში შეჭრას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად აფასებს
10/02/2017 09:39:38

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის შენობასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შეიჭრნენ შენობაში და ძალადობრივი გზით გავიდნენ ეთერში, რასაც საბჭო "ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად" აფასებს.

"ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. მომხდარი ფაქტი არის სახიფათო პრეცედენტი, საგანგაშო სიგნალი, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირებას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და პირდაპირ ეთერში შეჭრის ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების მხრიდან აქტიური მსჯელობის საგანი, რათა ადეკვატურად გავაცნობიეროთ მომხდარის მნიშვნელობა და თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს - ნუ წაახალისებენ ძალადობას და გაემიჯნონ აგრესიულ ქმედებებს", - წერია ბორდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საზოგადობრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი გუშინ ტელევიზიის შენობაში შეიჭრა. ისინი მათთვის არხზე პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” მიერ არის ორგანიზებული,აქციას პროფკავშირებისა და ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

06/09/2014 11:08:55 ელენე ხოშტარია: კონფლიქტებთან დაკავშირებით მსგავსი ჩანაწერი არასდროს ყოფილა

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია თავის FACEBOOK გვერდზე NATO-ს კომუნიკეს ეხმიანება და აცხადებს, რომ NATO-ს უელსის სამიტის დეკლარაციის 31-ე პარაგრაფი, სადაც ნათქვამია, რომ კონფლიქტების არსებობა რეგიონის მოქალაქეების ევრო-ატლანტიკური წევრეობისთვის ხელისშემშლელია, აქამდე არ ყოფილა.


24/06/2014 18:37:17 აპატურაი: არცერთი ქართველი პოლიტიკოსი არ მეუბნება, რომ საქართველო NATO-თვის მზადაა

"არცერთი ქართველი პოლიტიკოსი არ მეუბნება, რომ ამ წუთში საქართველო ნატო-ს წევრობისთვის არის მზად",  - განაცხადა პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენემა ჯეიმს აპატურაიმ.

08/02/2014 20:57:45 "პირველი ოქტომბერი არასამთავრობო სექტორშიც უნდა დადგეს"

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "შეხვედრები მწერალთა სახლში". რომლის წამყვანი პოეტი დავით მაღრაძეა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეკითხვები დაუსვა.

22/07/2014 16:47:08 ავსტრიის საგარეო უწყება რუსეთისთვის იარაღზე ემბარგოს დაწსებას ემხრობა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი ადასტურებს, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას. ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრიული გამოცემა Kurier ავრცელებს.

22/01/2014 20:54:35 თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად აქცია ჩატარდა

დღეს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის ყოფილი შენობის წინ რუსთაველის გამზირზე გაიმართა. ქართული ტელეარხები დღეს მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში აჩვენებენ, რაც კიევის ქუჩაში ხდება. 

06/03/2014 00:24:58 ნატომ უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერება და რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო

ნატომ დღეს სასწრაფო ზომების მიღება გადაწყვიტა: ნატოსა და რუსეთის ერთბოლივი მისიის შეწყვეტა, არანაირი სამოქალაქო ან სამხედრო შეხვედრები საკადრო დონეზე და რუსეთსა და ნატოს შორის არსებულ ურთიერთობათა მთელი სპექტრის გადახედვა.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.