GPB-ს შენობაში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ
9/02/2017 22:45:07

საზოგადობრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი შენობაში შეიჭრა. აქციის მონაწილეები არხზე მათთვის პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვენ. შენობიდან მათ გაყვანას დაცვის სამსახური ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” მიერ არის ორგანიზებული, აქციას პროფკავშირებისა და ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

მაუწყებელმა აქციის მონაწილეებს პირდაპირი ეთერი დაუთმო, რის შემდეგაც მათ შენობა დატოვეს.

აქციის მონაწილეებმა პირდაპირ ეთერში განცხადება წაიკითხეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშორმლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მათ საერთო ინტერების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდეს. 

"სოციალური პრობლემები რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა საჭიროებს ფართო დისკუსიას და ფართო გაშუქებას. ჩვენ მიგვაჩნია რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება. ამასთანავე მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი და ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს თავინთი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ. გათავისუფლებისათვის განწირულმა პროცესიონალებმა უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო თქვენს ბრძოლაში." - ნათქვამია აქციის მონაწილეების მიერ მომზადებულ განცხადებაში. 

არხის ახალი გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის სტრატეგიით, ტელეკომპანიის ყველა გადაცემა, გარდა მოამბისა, ჩერდება. მისი თქმით, არხი გადაცემებს 2018 წელს განაახლებს, თუმცა, რომელი გადაცემები აღდგება და შენარჩუნდებიან თუ არა არსებული თანამშრომლები, უცნობია. ამ დროისთვის არხზე 1300-მდე თანამშრომელი მუშაობს. მაღლაფერიძე ამბობს, რომ უნდა გამოიცვალოს ტექნიკა და შეიცვალოს შენობაც. 

11/01/2016 12:54:49 სტივენ ბლანკი: რუსეთიდან გაზის იმპორტი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება

რუსეთიდან გაზის იმპორტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება, - ამის შესახებ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტი სტივენ ბლანკი აცხადებს.

08/08/2014 10:00:16 FT: ცუდი დროა საქართველოს წარსულში ქექვისთვის

გამოცემა Financial Times სარედაქციო სტატიას აქვეყნებს სათაურით „ცუდი დროა საქართველოს წარსულში ქექვისთვის", რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებების თემას ეხმაურება.

30/01/2014 18:22:31 ჩინეთმა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირება მოსთხოვა

ჩინეთმა უკრაინაში ინვესტიციის განხორციელების, პირობად უკრაინის ხელისუფლებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დაასახელა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო მინისტრმა ვლადისლავ სიკორსკიმ რარ თან ინტერვიუში განაცხადა.

03/09/2014 14:46:06 ნუგზარ წიკლაური: არ შეიძლება შსს მოქმედი მინისტრი მართავდეს

ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შექმნილ სიტუაციაში არ შეიძლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი მინისტრი მართავდეს.

29/09/2016 12:04:55 ქუმსიშვილი: მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო - იწყება საუკუნის პროექტი

მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულება მოიწონა. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

16/09/2016 12:07:42 ბურჭულაძე და გვარამია ჩანაწერის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

სატელეფონო საუბრის უკანონოდ გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს დაიბარეს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ბლოკ "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.