ნაცვლიშვილი:აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება?
08/02/2017 10:42:33

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „აგონიურ ბოდვას“ უწოდებს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს რამდენიმე მილიონად სთავაზობდა. ნაცვლიშვილი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას FACEBOOKში ეხმაურება.


„მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება? - ეს არა მხოლოდ ღირსების შემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია“, - წერს ნაცვლიშვილი.


”როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი. ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediatly...


მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან. რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს. 


და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, - მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ“, - აღნიშნავს ლაშა ნაცვლიშვილი.


შეგახსენებთ, რომ გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გუშინ, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანის ეთერში გააკეთა განცხადება , რომ ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში და მას შესთავაზა ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების მიყიდვა რამდენიმე მილიონად. 

გადაცემის სტუმარმა ნიკა გვარამიამ კი განაცხადა , რომ ეს მე გობარი თვად არის და ნაცვლიშვილმა მას, იმისდასადასტურებლად რომ ჩანაწერები ნამდვილად არსებობს ერთ-ერთი ჩანაწერი მოასმენინა.გვარამიას თქმით, ნაცვლიშვილმა მას უთხრა, რომ ჩანაწერები ერევანში მეგობართან აქვს შენახული.


10/07/2014 18:52:05 EPP: ენმ-ს დაშინების კამპანია ანგარისწორებას და ვენდეტას უტოლდება

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო საკითხთა კოორდინატორმა ელმარ ბროკმა (გერმანია), ასევე, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის საგარეო საკითხთა კოორდინატორმა ქრისტიან პრედამ (რუმინეთი) განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს რომ  "მთავარი ოპოზიციური პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - დაშინების მიმდინარე კამპანია უტოლდება პოლიტიკური ანგარიშსწორებასა და ვენდეტას".

24/02/2014 17:38:55 ბაჩო ახალაია გოგა ონიანის დაპატიმრებას ეხმიანება

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია თავის ადვოკატის გიორგი ონიანის დაკავებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის მცდელობა შეფერხდეს მისი დაცვია სასამართლოში. მისივე თქმით, "უუნარო ხელისუფლებას, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლის თავი არ აქვს, სხვა გზა არ დარჩა გარდა პოლიტიკური ოპონენტების უსაფუძვლო დაკავებისა".  ბაჩო ახალაია პირობას დებს, "რომ ყველა ამ და სხვა საქმეების ფალსიფიკატორები აუცილებლად აგებენ კანონის წინაშე პასუხს".

06/09/2016 15:15:41 პოროშენკო ევროპელ ლიდერებზე:მიუნხენის მაგალითმა არავის არაფერი ასწავლა

მნიშვნელოვანია,უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პარლამენტში ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

07/05/2015 16:04:26 გია გეწაძე - დასავლეთი ვალდებულია აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინელ ხალხს ამ მძიმე ბრძოლაში

"დღეს ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნებს ეხმარებოდა ნაცისმისაგან გათავისუფლებაში, რომელმაც საკუთარი ნებით თქვა უარი ატომურ იარაღზე და გახდა მეზობელი სახელმწიფოს - რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მსხვერპლი, საჭიროებს დასავლეთის აქტიურ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას. დასავლეთი ვალდებულია უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭიროს ამ მძიმე ბრძოლაში.კიევში", - განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძემ მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ საარქივო ფოტოგამოფენაზე, რომელსაც უკრაინის ვეტერანები, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა.

03/07/2014 12:19:01 ენმ: უგულავას დაკავება ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ "გიგი უგულავას დაკავება ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ, მიზნად ისახავს, უუნაროდ აქციოს მთავარი ოპოზიციური პარტია". ენმ-ის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობის მხრიდან პოლიტიკური შურისძიება და ოპოზიციის დევნა ღრმავდება.

18/04/2014 21:52:23 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თვლის, რომ რუსეთს აქვს გავლენა სეპარატისტებზე

რუსეთს აქვს შესაძლებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში თავის ხალხზე გავლენა მოახდინოს - მათ აქვთ გავლენა სეპარატისტებზე. რუსეთმა უკრაინის შესახებ ჟენევის შეთანხმების იმპლიმენტაციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, დარწმუნებულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.