მაკეინმა პუტინს ჯალათი, ავაზაკი და მკვლელი უწოდა
08/02/2017 10:34:48

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ქმედებების მორალური თვალსაზრისით შედარების მცდელობები მკაცრად გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფომაციაც CNN  ავრცელებს.


სენატში სიტყვით გამოსვლისას მაკკეინმა რუს ოპოზიციონერ ვლადიმერ კაკმურზაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სანკტ-პეტერბურგში დაუდგენელი ნივთიერებით მოწავლის დიაგნოზით იქნა ჰოსპიტალიზებული.


"ვლადიმერმა იცოდა, რომ პუტინი მკვლელია, ის მართლა მკვლელია, და თავად შეიძლებოდა გამხდარიყო მისი შემდეგი მიზანი. ვლადიმერმა იცოდა, რომ მორალური თვალსაზრისით შეერთებული შტატებისა და პუტინის რუსეთის შედარება წარმოუდგენელია", - განაცხადა მაკკეინმა.


"არაექვივალენტურია შედარება ამ ჯალათ, KGB-ს (კგბ) ავაზაკ პოლკოვნიკსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის...და საუბარი ამ ორი ქვეყნის იდენტურობაზე არის საშინელი დეზინფორმაცია ან აღმაშფოთებელი მიკერძოება", - განაცხადა მაკკეინმა.


მაკკეინმა სენატში სიტყვით გამოსვლისას პუტინის სხვა კრიტიკოსებიც გაიხსენა, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან და რომელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთისს ხელისუფლება.

25/07/2014 15:26:19 უკრაინელი სამხედროები პრორუსების სამოქმედო არიალს ავიწროვებენ

25 ივლისის მდგომარეობით, უკრაინის ანტიტერორისტული ძალები სულ უფრო ავიწროვებენ ტერიტორიებს, რომლებსაც პრორუსი ბოევიკები აკონტროლებენ. წუხელ 22:20 ლუგანსკის ოლქის ქალაქი ლისიჩანკა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრორუსი სეპარატისტებისგან გაათავისუფლეს.

20/01/2015 23:29:28 გია გეწაძე: მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საერთაშორისოდ აღიარებაა ქართველების უკრაინაში დანიშვნა

ქართველების უკრაინაში დანიშვნა არის მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმების უკვე საერთაშორისოდ აღიარება, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ეს უკვე შემდგარი ფაქტია, - განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში.

19/09/2016 11:42:07 ოცნება ნაცმოძრაობას საარჩევნო შტაბში შეჭრასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.

02/04/2014 13:56:45 კუბლაშვილი: ვშიშობ, მივლინების პროექტი ხელისშემშლელი არ აღმოჩნდეს მოსამართლეებისთვის

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას მოსამართლეთა მივლინების წესის გადახედვის შესახებ.

04/06/2014 12:40:49 პეტრიაშვილი: ობამას გზავნილი არის მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისათვის

აშშ-ის პრეზიდენტის ვარშავაში გამოთქმულ ინიციატივას საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან გზავნილად აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.

04/09/2014 11:00:47 "მოქალაქე" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ორგანიზაცია "მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტრი ნიკოლოზ ჩხეტიანი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მედიაში ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ტექსტის ნამდვილობას არ ადასტურებს.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.