გვარამია: მე ვარ ის მეგობარი, რომელსაც ნაცვლიშვილმა ფარული ჩანაწერები მილიონების სანაცვლოდ შესთავაზა
07/02/2017 23:41:32

ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერები ერევანში, ლაშა ნაცვლიშვილის მეგობართან ინახება, - ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა ”არჩევანში” საუბრისას განაცხადა. 

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა მას ფარული ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა. გვარამიას თქმით, მზადაა პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ გადაიტანა ნაცვლიშვილმა ე.წ. ზეტ მასალები ერევანში.

”როდესაც ლაშა ნაცვლიშვილის მდგომარეობა შეიცვა მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული ფარული უკანონო ჩანაწერებით, ე.წ ძ მასალებით. ძალოვანი ორგანოს თანამშრომლებმა იციან, ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს მასალებს, რომელიც უკანონო მოსმენებია და გასაიდუმლოებულად ინახება. 

მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში, დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა. მე ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. ის ესაუბრებოდა თავის თანამშრომელს. მან მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი დოლარი. 

მე ვუთხარი, რომ ჩემს ინტერესში არ შედის, თუმცა, როგორც მედიის ინტერესში, ეს შედიოდა, მაგრამ არ მქონდა ფული. მან მთხოვა, რომ დამეკავშირებინა კიევში მყოფ ნაციონალების ლიდერებთან და ერთ-ერთი იყო დავით საყვარელიძე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ დღეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში არჩევანი უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა მათ ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა. როგორც დავით საყვარელიძემ აღნიშნა, ეს შეთავაზება ლაშა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ გააკეთა მისი და მისი მეგობრის მისამართით, რაც სამსახურიდან უკვე გაშვებული და განაწყენებული იყო. თუმცა, საყვარელიძის თქმით, იმის გამო, რომ აუდიო ჩანაწერის გამოსყიდვისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნდა, ეს ”გარიგება” არ შედგა.


18/03/2014 19:37:25 დიმიტრი რაგოზინი: უკრაინამ პრედნისტროვია ბლოკადაში მოაქცია

რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ფაქტობრივად ბლოკადაში მოაქცია პრედნისტროვიაგანაცხადა რაგოზინმა და დასძინა," 20 მარტს რუსეთის მთვრობა პრედნისტოვიის ბლოკადასთან დაკავშირებით თათბირს გამართავს".

19/05/2014 13:56:33 პუტინმა უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

ვლადიმირ პუტინმა  რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უბრძანა უკრაინის საზღვრებთან მყოფი რუსული სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნება.

15/04/2014 11:26:31 კიევმა ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

ანტიტერორისტული ოპერაცია დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო. ამის შესახებ განცხადება პარლამენტში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა გააკეთა. 

26/01/2017 22:43:12 გია ცერცვაძე გათავისუფლებულია

გია ცერცვაძე დღეს საღამოს ლუკიანოვკის წინასწარი დაკავების საკნიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, ის შემდეგ პროცეს 3 თებერვლამდე საპატიმროში უნდა დალოდებოდა.

08/03/2014 15:43:33 სიმფეროპოლში კიეველ აქტივისტებს ესროლეს (VIDEO)

სიმფეროპოლში უცნობებმა დაცხრილეს კიევიდან ჩასული აქტივისტების ავტომაქანა. აქტივისტები მივიდნენ ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატთან, რომელიც შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა დაიკავეს, საიდაც მათ ორი ნიღბიანი გამოეკიდა და ესროლა.

17/03/2014 16:49:40 ლაურა ღაჭავა: "ტოიოტა ცენტრიდან" გამოყვანილი ავტომობილის ღირებულება თავად დაფარა

შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ განაცხადა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელთან დაკავშირებითაც მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ ოჯახს სასამართლო პროცესი მოგებულ


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.