საყვარელიძე: ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა
07/02/2017 22:57:52

მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გადაცემაში ”არჩევანი” უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. 

როგორც დავით საყვარელიძis თქმით, ლაშა ნაცვლიშვილმა ეს წინადადება მის მეგობარს მას შემდეგ შესთავაზა, რაც სამსახურიდან უკვე გაშვებული და განაწყენებული იყო. თუმცა, საყვარელიძის თქმით, იმის გამო, რომ აუდიო ჩანაწერის გამოსყიდვისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნდა, ეს ”გარიგება” არ შედგა.

”ნარკომანმა და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც არ ფხიზლდებოდა უშიშროების მინისტრის მოადგილეობის პერიოდში და საკუთარ ოთახში იკეთებდა წამალს, ერთი წელიც კი ვერ გასტანა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში მთავარი პროკურორის მოადგილედ. ასევე, კორუფციაზე და მექრთამეობაზე გააგდეს იქიდან. არ ვაპირებდი ამ ნაძირალაზე საუბარს, მაგის ვენებს და ტვინს აღარაფერი ეშველება და სჯობს, ჩემი სახელის ხსენებისას პირი მაინც გამოირეცხოს.

ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, დაგიდასტურებთ, რომ ნარკომანი და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მას შემდეგ, რაც უკვე გაგდებული იყო სამსახურიდან და განაწყენებული რეჟიმზე და რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა. მე როგორც მახსოვს, მან მოასმენინა ჩანაწერი ჩემს მეგობარს. რამდენადაც ჩვენ მილიონები არ გვქონდა, ვერ ვიყიდეთ.

ნარკომანი ნაცვლიშვილი, ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, ბესელიები და ხაინდრავები მართავენ დღეს პროკურატურას და იმ ინსტიტუტებს, რომელიც ჩვენ რუდუნებით ვაშენეთ”, - განაცხადა დავით საყვარელიძემ. 

დავით საყვარელიძემ პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახეზეა ორგანიზებული დანაშაული უსინდისობასთან ერთად. ”ეს არის სისხლის სამართლის მასალების ფაბრიკაცია და ამაში, სამწუხაროდ, მონაწილეობს დღეს პროკურატურა, სუსი, შუშის სასახლე ივანიშვილის მეთაურობით და ამით „რუსთავი 2“-ის გადანაცვლება სურთ შუშის სასახლეში”, -განაცხადა საყვარელიძემ. 

პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინება დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს ეს-ემ-ეს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.



08/10/2016 13:28:31 TI:არჩევნებზე 50 წვრილი და სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა

”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს”(TI) ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნები ამ დრომდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა დამკვირებლების მიერ 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა.

27/02/2014 13:04:56 რუსეთის ჯავშანტექნიკა დისლოცირების ადგილზე ბრუნდება

ჯავშანტრანპორტიორები, რომლებიც სიმფეროპოლში მიდიოდნენ უკან დაბრუნდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, რუსული ჯავშანტექნიკა ძალოვანებმა შეაჩერეს, - იტყობინება საინფორმაციო ვებ გვერდი "Крым.Комментарии".

23/02/2015 15:43:43 გია გეწაძის კომპანიის დირექტორი ფინანსთა სანინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიბარეს

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის მიერ დაფუძნებული იურიდიული კომპანია "გეწაძე და პატეიშვილი"-ს დირექრორი მაკა ჯაფარიძე ფინანსტა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიბარეს.

15/09/2014 11:29:54 ივანიშვილი: არ არსებობს საფუძველი არ ენდოთ შსს სტატისტიკას

არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ, მაგალითად თქვენს, არ ენდოთ  შსს სტატისტიკას - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშილმა გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

25/04/2014 19:22:07 რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

რუსეთმა უკრაინაში სტაბილიზაციის თაობაზე "ჟენევის მოლაპარაკების" შემდეგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 

30/10/2014 15:35:56 რიჩარდ ნორლანდი: აშშ სრულად ენდობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები სრულად ენდობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და სამინისტროს ხელმძღვანელ გუნდს. ნორლანდი თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, აშშ სთხოვს საქართველოს მთავრობას, ამ საქმის გამოძიებასაც სამართლებლივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით მიუდგეს.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.