ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19,81%-ია
08/10/2016 13:30:20

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19,81% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, რაოდენობრივად აღნიშნული მაჩვენებელი 695 948 ამომრჩეველს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებზე, ამავე დროისთვის აქტივობა 25.88% იყო, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - 17.15%.

ამასთან, ცესკო-ს სპიკერმა ამომრჩეველს შეახსენა, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია- 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი.

„მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

30/09/2016 12:31:42 ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. პოლიციის ცნობით, დაკავებულ ლ.შ. 2000 წელს არის დაბადებული და მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

16/07/2014 14:51:34 გერმანელი მწერალი გერტა მიულერი გერმანელებს პუტინის მახრდაჭერის გამო აკრიტიკებს

გერმანელებმა უნდა გაიხსენონ, როგორი იყო ცხოვრება დიქტატურაში და მხარი პუტინს კი არა, უკრაინელებს უნდა დაუჭირონ, - განაცხადა რუმინელ-გერმანელმა მწერალმა ნობელის პრემიის ლაურიატმა გერტა მიულერმა. გერტა მიულერი CC (ესესი)-ის ოფეცრის ქალიშვილია, მისმა დედამ ხუთი წელი უკრაინაში შრომით ბანაკში გაატარა. თავად მწერალი კი ჩაუშესკუს რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა. 

14/05/2014 11:48:13 ივნისში საქართველოს ჟოზე მანუელ ბაროზუ ეწვევა

საქართველოს პრემიერ მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს ივნისში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ ეწვევა. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ჰერმან ვან რომპუიმ საქართველოს ისტორიაში სერიოზული ეტაპი უწოდა. მან მადლობა გადაუხადა პრემიერს და პრეზიდენტს თბილი დახვედრისათვის. 

18/07/2014 14:21:34 FBI და NTSB ავიაკატასტროფის გამოძიებაში ჩაერთვებიან

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდების გარემოებების შესასწავლად გაემგზავრებიან. როგორც ABC ნიუსს განუცხადეს, ისინი უკრაინაში გამოძიების მიმდინარეობისას მრჩევლების როლში იქნებიან.

19/02/2014 18:53:57 ხარკოველების ევრომაიდანი და ოდესელი ჩინოვნიკების დემარში

ხარკოვის ქუჩებში ევრომაიდანია, ხარკოველები ქუჩაში გამოვიდნენ და ხარკოვის პოლიციისგან ხალხის მხარეს გადასვლას ითხოვენ. გადადგა ოდესის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე გონჩარენკო.

30/09/2016 15:36:58 რომის პაპი ფრანცისკე საქართველოშია

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედი მაკა ჩიჩუა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მთავრობის ცალკეული წევრები  დახვდნენ. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.