მარგველაშვილი: საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა
06/09/2016 11:21:57

მოკავშირეებმა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის არჩევანს. საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო „რუმსში“ განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ მიმდინარეობს. 

„ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი მიღწევა დაგვიგროვდა. თუმცა, ამჟამად ნატოსთვის და ზოგადად, რთული პერიოდია. ვარშავის სამიტზე დავინახეთ, რომ ნატოს როგორც ალიანსს, ლიდერის პოზიცია უკავია თავდაცვის კუთხით, თუმცა ის გამოწვევების წინაშე დგას. საქართველომ ბევრს მიაღწია, დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობის შესახებ დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის არჩევანს. საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა, რაც სამწუხაროა ყველასთვის. მსგავს საკითხებზე დიალოგმა კი უნდა მიგვიყვანოს პასუხამდე თუ როგორ შექმნას ნატომ უსაფრთხოება მსოფლიოში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

18/02/2014 16:21:05 უკრაინის რადაში ოპოზიციამ უმრავლესობა სასაესიო დარბაზში დაამწყვდია

ამ წუთებში კიევის რადაში ოპოზიციის დეპუტატებს უმრავლესობა სასესიო დარბაზში ყავს გამომწყვდეული და გარეთ არ უშვებენ. მანამდე რამდენიმე წევრი რეგიონების პარტიიდან გავიდა, კომუნისტების პარტიაც დატოვა რამდენიმე დეპუტატმა.

28/05/2014 12:46:05 კახა ბენდუქიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ერთ-ერთი მრჩეველი საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე გახდა. პოროშენკოს ადმინისტრაციასთან შეიქმნა ხუთკაციანი საბჭო, რომელიც თვეში ერთხელ შეიკრიბება და უკრაინის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

11/07/2014 16:47:40 პოროშენკომ მერკელს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის პირობები გააცნო

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ტელეფონით გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩააყენა ანგელა მერკელი დონბასში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, პოროშეკომ დაარწმუნა ანგელა მერკელი, რომ ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტის მომხრეა.

06/03/2014 00:24:58 ნატომ უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერება და რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო

ნატომ დღეს სასწრაფო ზომების მიღება გადაწყვიტა: ნატოსა და რუსეთის ერთბოლივი მისიის შეწყვეტა, არანაირი სამოქალაქო ან სამხედრო შეხვედრები საკადრო დონეზე და რუსეთსა და ნატოს შორის არსებულ ურთიერთობათა მთელი სპექტრის გადახედვა.

25/02/2015 12:20:46 მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს სგამოძიებოში დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, დედაქალაქის ყოფილი ვიცე- მერი მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკიტხვაზე იმყოფება. 


03/12/2014 14:18:57 ლუკაშევიჩი: სოხუმთან შეთანხმება თბილისისთვის საფრთხე არ არის

"რუსეთი შეშფოთებულია თბილისის მცდელობებით, აფხაზეთთან მიღწეული შეთანხმება საერთაშორისო ასპარეზზე ჟენევის მოლაპარაკებებისთვის საფრთხედ წარმოაჩინოს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალეკსანდრ ლუკაშევიჩმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.