თავისუფალ დემოკრატებს პოლიციამ მოსამართლის საწინააღმდეგო პლაკატები არ გააკვრევინა
18/05/2016 09:37:00

სამართალდამცავებმა თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს თბილისში, ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის სასაწინააღმდეგო პლაკატების გაკვრის საშუალება არ მისცეს.

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს პლაკატები და ინვენტარი ჩამოართვეს.

”ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა წუხელ თბილისში დაიწყეს ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლის საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრა, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ დააპატიმრა 5 უდანაშაულო ადამიანი. ახალგაზრდები პლაკატებს აკრავდნენ დასაშვებ ადგილებში ანუ იქ, სადაც სხვა ბანერებიც იყო განთავსებული, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სამართალდამცველების მხრიდან ხელშეშლა დაიწყო თბილისის ყველა წერტილში ერთდროულად. ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს ჩამოართვეს ინვენტარი, ასევე ”დააპატიმრეს” ბუგიანიშვილის პლაკატები”, - აცხადებენ პარტიაში.

მათივე განმარტებით, ახალგაზრდები არ დაუკავებიათ, თუმცა

”ისინი ახსნა-განმარტების საფუძველზე გამოუშვეს. ველოდებით, რომ დღეს ადმინისტრაციული წესით ჯარიმას გამოუწერენ”, - განმარტავენ ”თავისუფალ დემოკრატებში”.

პლაკატს, რომელსაც პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აკრავდნენ, აქვს წარწერა: ”ბესიკ ბუგიანიშვილი იჭერს სამშობლოს სამსახურისთვის”.

როგორც ცნობილია, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 14 მაისს, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ, თავდაცვის სამინისტროს ხუთივე თანამშრომელს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

23/02/2015 15:43:43 გია გეწაძის კომპანიის დირექტორი ფინანსთა სანინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიბარეს

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის მიერ დაფუძნებული იურიდიული კომპანია "გეწაძე და პატეიშვილი"-ს დირექრორი მაკა ჯაფარიძე ფინანსტა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიბარეს.

18/03/2014 19:09:10 რუსებმა ყირიმში უკრაინული ნაწილების შტურმი დაიწყეს

რუსმა სამხედროებმა დაარღვიეს შეთანხმება 21 მარტამდე უკრაინის ნაწილების წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების თაობაზე.

18/02/2014 21:19:47 მიხეილ სააკაშვილი კიევის მოვლენებზე პირდაპირ ეთერში

რამდენიმე წუთში მიხეილ სააკაშვილი კიევში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში ჩაერთვება უკრაინის მე-5 არხს.

04/09/2014 15:53:26 NATO-მ რუსეთი ღია აგრესიის დაწყებაში დაადანაშაულა

NATO-ს სამიტის დაწყების წინ მსოფლიო ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდებიან. უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერებს 5+1 ფორმატში ხვდება. შეხვედრას ბარაკ ობამა, ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი, დევიდ კემერონი და მატეო რენცი ესწრებიან. შეხვედრაზე კრიზისი მოგვარების პერსპექტივებს, მათ შორის, პუტინის მიერ ინიცირებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას განიხილეს.

23/04/2014 16:29:09 პენტაგონი უკრაინის ტერიტორიაზე ერთობლივ წვრთნებს არ გამორიცხავს

ამერიკული მედია ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტს და რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს პოლიტიკურ აქტივობებს აფასებს. სერიოზული გაფრთხილება რუსეთს - ასე აფასებენ ამერიკელი ექსპერტები კიევში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მკაცრ გამონათქვამებს და პენტაგონის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში გაგზავნიან რამდენიმე ასეულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს ერთობლივი მანავრებისათვის.

20/02/2014 22:29:42 რადა ახალი უმრავლესობის ფორმირებას აპირებს

ოპოზიციონერი დეპუტატები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რადას დეპუტატები აპირებენ იმუშაონ გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე, რომელიც აუცილებელია უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.