უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საზღვართან ბოინგი ჩამოვარდა
17/07/2014 19:03:17

უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე ბოინგ 777 ჩამოვარდა, ინფორმაციას ამის შესახებ რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს. ბოინგი უკრაინის ტერიტორიაზე სოფელ გრობოვოში ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Malaysia Airlines ეკუთვნის. ბოინგი რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულებდა.

უკრაინული მედიის ცნობით, თვითმფრინავი 10000 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა უკრაერორუხის ცნობით, მასთან კავშირი 16:20 საათზე გაწყდა.

უკრაინული მედია ავრცელებს უშიშროების საბჭოს სპიკერის ანდრეი ლისენკოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ტერორისტებს აქვს იარაღი, რომლითაც აქვთ შესაძლებლობა დიდი სიმაღლიდან თვითმფრინავის ჩამოგდების.

ასევე უკრაინულ მედიაში ვრცელდება ვიდეო და ფოტო მასალა, სადაც ცეცხლმოდებული თვითმფრინავიდან კვამლი ამოდის.


17/02/2015 13:33:08 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორისტებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ვაშინგტონი დებალცევოს რაიონში სიტუაციის გართულებით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მოქმედებები საფრთხეს უქმნის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელებას.

20/06/2014 16:07:14 კალაძე: აზერბაიჯანიდან ორი დეპუტატი თანხის დაბრუნების შემდეგ გამოუშვეს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს.

03/09/2014 14:46:06 ნუგზარ წიკლაური: არ შეიძლება შსს მოქმედი მინისტრი მართავდეს

ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შექმნილ სიტუაციაში არ შეიძლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი მინისტრი მართავდეს.

12/04/2014 20:15:57 რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში შეიჭრა

უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის შეჭრა უკვე განხორციელდა, - აცხადებს გენშტაბის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე იგორ კაბანენკო.

06/09/2016 14:35:14 ოქრუაშვილი: რუსთავი2-თან დაკავშირებიული დოკუმენტის გასაჯაროება მაიძულეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული დოკუმენტის ახლა გასაჯაროებას არ აპირებდა, თუმცა ინგა გრიგოლიას გადაცემაში მან განაცხადა, რომ ამის გაკეთება გარკვეულმა გარემოებებმა აიძულა.

14/04/2014 18:57:21 უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსი სამხედროების საუბრის აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთი ახორციელებს ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას და მასში მონაწილეობენ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის დაზვერვის სამმართველოს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.