პეტრიაშვილი: რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერას ვგეგმავთ
11/07/2014 15:18:31

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ბათუმში მიმდინარე კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. თემატური სესია "აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისკენ - ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება" მიმდინარეობს. 

მინისტრის განცხადებით, სესიის ძირითადი თემაა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

"ძირითადი თემაა იმპლემენტაცია რეფორმების, რომელიც განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით და ასოცირების დღის წესრიგით. ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების მხრიდან და გვაქვს ეს მხარდაჭერა. მათ აღგვიქვეს ეს მხარდაჭერა მომავალშიც და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ აქტიურად. მეორე, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის საქართველოს მომავალი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენი საბოლოო გეგმა და მიზანია ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ლატვიის კონკრეტულად ამ პროცესებში. მომავალ წელს არის რიგირ სამიტი, სადაც ჩვენ გვაქვს ლატვიის მხარდაჭერა და ვგეგმავთ, რომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მივიღოთ მხარდაჭერა", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

25/02/2015 12:20:46 მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს სგამოძიებოში დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, დედაქალაქის ყოფილი ვიცე- მერი მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკიტხვაზე იმყოფება. 


13/03/2015 11:55:04 აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში იან კელი იქნება

საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩი სავარაუდოდ იან კელი იქნება. მისი კანდიდატურა სენატს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარუდგინა. თეთრი სახლის ცნობით, "პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სურს, საქართველოში ელჩის თანამდებობაზე იან კელი დანიშნოს", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. 

26/06/2014 09:31:13 აბაშიძე: ასოცირების შეთანხმებას ხელს ვაწერთ და რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება

ჩვენ მივედით იმ დღემდე, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერთ ხელს და რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება , - განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ. 

29/10/2015 01:46:05 ქართული ოცნება EPP-ის კატეგორიულ მოთხოვნებს უყენებს

ოცნება EPP-ის: "ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც პოლიტიზირებული, ან  როგორც  ჩარევა დამოუკიდებელი სასამართლობის საქმეებში, მათ შორის რუსთავი ორის საკუთრებასთან დაკავშირებულ საქმეში". 

06/03/2014 01:08:17 რუსული ჯარის ნაწილებმა უკრაინის სამხედრო ბაზებზე ყირიმში ბლოკადა მოხსნეს

როგორც უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, სამხედრო-სატვირთვირთო მანქანები რუსი სამხედროებით, რომლებითაც დაბლოკილი იყო უკრაინის სამხედრო სახმელეთო თავდაცვის ნაწილი, უკვე წავიდა ბლოკირების ადგილიდან. გარდა ამისა ფეოდოსიაში რუსული ტექნიკა და სამხედროები, რომლებსაც უკრაინის სამხედრო საზღვაო ქვეითთა ნაწილთან იდგა, ასევე გავიდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზისკენ და მოხსნა ბლოკადა

18/07/2014 14:40:13 გიორგი მარგველაშვილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დაესწრება


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.