პოლიტიკური სიახლეები
01/03/2017 15:53:01

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ პროკურორები დაწყევლა. ამის შესახებ საქმის ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

პოლიტიკური სიახლეები
26/02/2017 14:00:36

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ინფორმაციული უსაფრთხოების დოქტრინა დაამტკიცა. დოქტრინის ტექსტში ნათქვამია, რომ მისი მთავარი მიზანი „რუსეთის დამანგრეველი საინფორმაციო გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევაა“, რომელიც მოსკოვის მიერ წამოწყებული ჰიბრიდული ომის პირობებში მიმდინარეობს.

პოლიტიკური სიახლეები
25/02/2017 11:08:26

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკრების მემორიალთან გვირგვინი მიიტანა. დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისგან, - განაცხადა პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი იუნკრების მემორიალთან. პრეზიდენტთან ერთად ტაბახმელაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

პოლიტიკური სიახლეები
25/02/2017 10:01:53

ინფორმაცია, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მომაწოდა, საკმაო წინააღმდეგობაში მოდის პროკურატურის მხრიდან გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

პოლიტიკური სიახლეები
19/02/2017 23:15:26

კიევის ცენტრში, მაიდანზე, დღეს "უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა"(ОУН) და დონბასის სატვირთო ბლოკადის შტაბის წარმომადგენლებმა ვეჩე გამართეს, სადაც გამოაცხადეს, რომ აპირებენ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის წინ დარჩენას და კარვების გაშლას. რასაც საღამოს პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა.

პოლიტიკური სიახლეები
10/02/2017 14:45:03

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს. მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და უზენაესი სასამართლოსკენ მიემართება. აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად იმართება. 

პოლიტიკური სიახლეები
10/02/2017 09:39:38

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის შენობასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შეიჭრნენ შენობაში და ძალადობრივი გზით გავიდნენ ეთერში, რასაც საბჭო "ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად" აფასებს.

პოლიტიკური სიახლეები
9/02/2017 22:45:07

საზოგადობრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი შენობაში შეიჭრა. აქციის მონაწილეები არხზე მათთვის პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვენ. შენობიდან მათ გაყვანას დაცვის სამსახური ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” მიერ არის ორგანიზებული, აქციას პროფკავშირებისა და ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

პოლიტიკური სიახლეები
08/02/2017 10:42:33

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „აგონიურ ბოდვას“ უწოდებს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს რამდენიმე მილიონად სთავაზობდა. ნაცვლიშვილი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას FACEBOOKში ეხმაურება.

პოლიტიკური სიახლეები
08/02/2017 10:34:48

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ქმედებების მორალური თვალსაზრისით შედარების მცდელობები მკაცრად გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფომაციაც CNN ავრცელებს.

პოლიტიკური სიახლეები
07/02/2017 23:41:32

ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერები ერევანში, ლაშა ნაცვლიშვილის მეგობართან ინახება, - ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა ”არჩევანში” საუბრისას განაცხადა

პოლიტიკური სიახლეები
07/02/2017 22:57:52

მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გადაცემაში ”არჩევანი” უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.