შემთხვევა

თურქეთში ანტალიის სანაპიროსთან ტურისტული გემი შტორმში მოყვა და ჩაიძირა.

შემთხვევა

როსტოვში Fly Dubai-ის ლაინერის კატასტროფის შედეგად დაღუპული 55 მგზავრიდან 33 ქალია, 18 მამაკაცი და 4 ბავშვი. დაღუპულთაგან 44 რუსეთის მოქალაქეა 8 უკრაინის, ორი ინდოეთის და ერთი უზბეკეთის. ამის შესახებ ინფორმაცია Fly Dubai-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა

შემთხვევა

რუსეთის ქალაქ როსტოვის აეროპორტში დაშვების მცდელობისას თვითმფრინავი ბოინგ-737 აფეთქდა. ავიაკომპანია Fly Dubai-ის კუთვნილი ლაინერი დუბაიდან როსტოვამდე რეისს ასრულებდა. კატასტროფა როსტოვის აეროპორტის ასაფრენ ზოლთან მოსკოვის დროით 03:40 წუთზე მოხდა. რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.

შემთხვევა

58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა კახა ბენდუქიძე ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი. მან გულის ოპერაცია შვეიცარიაში გაიკეთა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი  გულის უკმარისობა გახდა.

შემთხვევა

თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს უფროსის, თემურ გიორგაძის ცნობით, წყალსადენის ქუჩაზე რეზერვუარების აფეთქების საფრთხე არ არსებობს.

შემთხვევა

გლდანში მდებარე კომპანია გალფის ტერმინალზე ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე საწვავის რეზერვუარს უკიდია. აფეთქდა რამდენიმე ავზი. ცეცხლის კვამლშია გახვეული მიმდებარე ტერიტორია. კვამლი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზეა.