პროკურატურა

მთავარი პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული ლიდერების საუბარს ასახავს, კომენტარს აკეთებს.

პროკურატურა

2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მიტინგის დაშლისათვის, დღეს, პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს დავით ახალაიას, მის მოადგილე ვასილ ლელუაშვილს, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს რევაზ შიუკაშვილს და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსს ლევან ქარდავას ბრალი წაუყენა. ხოლო ოდესის პოლიციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე დაბარებულია დაკითხვაზე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით.

პროკურატურა

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ, ყოფილ პოლიციელ გოდერძი თევზაძეზე პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა. თევზაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ დაუსწრებლად შეუფარდა.

პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს არჩევნებზე გამოძიება დაასრულა. უწყების განცხადებით, დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.

პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციით, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ მისი ძმის დაკავებაზე შური იძია.

პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციით, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ მისი ძმის დაკავებაზე შური იძია.