აშშ ევროკავშირისგან რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს
03/06/2014 01:31:44

ამერიკის შეერთებული შტატები 5 ივნისს ბრიუსელში, დიდი შვიდიანის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების კატეგორიულად მოთხოვნას აპირებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ გააკეთა.

"არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის საზღვრზე იარაღის, ფინანსური დახმარებისა და მებრძოლების შეყვანას. ამავე დროს პრეზიდენტ პუტინის შემდგომი ნაბიჯები გაურკვეველი რჩება", - განაცხადა მინისტრმა.

პარალელურად ამერიკის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პრაზიდენტმა ბარაკ ობამამ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მისცა "ნებართვა განახორციელოს დამატებითი ზეწოლა, თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის აღმოსავლეთით სეპარატისტებისა და ტერორისტების მხარდაჭერას".

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე, ბრიუსელში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების თაობაზე და კიდევ ერთხელ გამოითქვა იმედი, რომ მოსკოვი გააკეთებს ყველაფერ სიტუაციის დეესკალაციისათვის უკრაინაში. ამავე დროს ევროკავშირი უარს არ ამბობს დააწესოს სანქციები და აგრძელებს მუშაობას სანქციების ფორმებთან დაკავშირებით კონსესუსის თაობაზე.

20/03/2014 21:12:29 აშშ რუსეთს ეკონომიკურ სანქცებსაც უწესებს

აშშ აწესებს დამატებით სანქციებს, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის გამო, - განაცხადა ბარაკ ობამამ, უკრაინის თემაზე გამოსვლისას. პრეზიდენტ ობამას თქმით, მან მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც რუსეთის ეკონომიკის არსებითი ნაწილისთვის აუცილებლობის შემთხვევაში სანქციების დაწესების საშუალებას იძლევა.

18/10/2016 11:13:42 ვოლსკი: სამოქალაქო საზოგადოების განცხადების მიზანი, ენმ-ს მხარდაჭერაა

სამოქალაქო საზოგადოების მიზანი, ენმ-ს მხარდაჭერაა, - გია ვოლსკი. მისი თქმით, ის პასუხისმგებელია, იმ პერიოდზე, როცა ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში.

10/09/2014 15:04:35 ფანჯიკიძე-მარგველაშვილის შეხვედრა დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, პრეზიდენტთან ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა და ბევრ თემაზე ისაუბრეს. გადაარწმუნა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტი კვლავ უცნობია.

10/02/2017 14:45:03 რუსთაველის გამზირზე რუსთავი 2-ს მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა იმართება

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს. მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და უზენაესი სასამართლოსკენ მიემართება. აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად იმართება. 

02/12/2014 12:58:08 პაატა ზაქარეიშვილი: გამიკვირდება იმ პოლიტიკოსებს ვინც ქვეყანა კოლაფსამდე მიიყვანა

არამგონია უკრაინამ სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილებს თანამდებობები შესთავაზოს , - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა უკრაინაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების თანამდებობებზე წარდგენასთან დაკავშირებით.

19/03/2014 17:06:19 ევროკავშირი ითხოვს ყირიმში ადამიანის უფლებების საკითხში დამკვირვებლების დაშვებას

"საერთაშორისო დამკვირვებლებს ადამიანის უფლებათა საკითხებში, მათ შორის ევროსაბჭოს, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ყირიმში შეუზღუდავი შესვლის უფლება", - ამბობს იან ტომბინსკი, უკრაინაში ევროკავშირის ელჩი, მისიის საიტზე განთავსებულ განცხადებაში.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.