რუსმა ოკუპანტებმა TV3-ის გადამღები ჯგუფი გაათავისუფლეს
16/04/2014 19:09:11

რუსმა ოკუპანტებმა TV3-ის გადამღები ჯგუფი გაათავისუფლეს. ბელა ზაქაიძეს, ვახო ლეკიაშვილს და მიხეილ მიხოევს ერგნეთის საგუშაგოსთან ქართული მხარისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ახლობლები დახვდნენ.

რუსეთის საგარეო უწყებამ კი მანამდე საოკუპაციო ზოლთან დაკავებულ ქართველ ჟურნალისტები პროვოკაციაში დაანაშაულა. უწყების განცხადებით, ჟურნალისტებმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს და ეს განგებ და დემონსტრაციულად გააკეთეს.

"ძნელია, ამას სხვა რამ ვუწოდოთ, გარდა დაგეგმილი აქციისა კარასინი-აბაშიძის დღეს დაგეგმილი შეხვედრის წინ. ეს, ასევე ცრუ ცნობების გავრცელება საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ მოწმობს, რომ ქართულ საზოგადოებაში გრძელდება ბრძოლა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრე ძალებსა და იმათ შორის, ვინც სააკაშვილის მტრულ კურსს იზიარებს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ "რუსმა მესაზღვრეებმა ქართველი ჟურნალისტები ცხინვალის ხელისუფლებას გადასცეს".

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები გუშინ დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის წევრები - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

11/09/2014 12:27:49 ირაკლი ჩიქოვანი: აუცილებელია თანმხვედრი მუშაობა და არ - კონკურენცია

აუცილებელია თანმხვედრი მუშაობა და არა - კონკურენცია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად აღიქვამს და უნდა, მას ხელი შეუშალოს. 

22/05/2016 17:46:33 თამარ ჟვანია: ასეთი დაპირისპირება საარჩევნო პროცესს აზიანებს

არჩევნები გახლავთ სამოქალაქო პროცესი და ეს გარჩევების დღე არ არის, - აღნიშნული განცხადებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ზუგდიდში, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

08/08/2014 09:30:33 რასმუსენი: NATO-ს კარი უკრაინისთვის ღიაა

NATO-ს კარი უკრაინისთვის ღიაა, - ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ქვეყნის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.

18/07/2014 14:21:34 FBI და NTSB ავიაკატასტროფის გამოძიებაში ჩაერთვებიან

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდების გარემოებების შესასწავლად გაემგზავრებიან. როგორც ABC ნიუსს განუცხადეს, ისინი უკრაინაში გამოძიების მიმდინარეობისას მრჩევლების როლში იქნებიან.

06/03/2014 01:08:17 რუსული ჯარის ნაწილებმა უკრაინის სამხედრო ბაზებზე ყირიმში ბლოკადა მოხსნეს

როგორც უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, სამხედრო-სატვირთვირთო მანქანები რუსი სამხედროებით, რომლებითაც დაბლოკილი იყო უკრაინის სამხედრო სახმელეთო თავდაცვის ნაწილი, უკვე წავიდა ბლოკირების ადგილიდან. გარდა ამისა ფეოდოსიაში რუსული ტექნიკა და სამხედროები, რომლებსაც უკრაინის სამხედრო საზღვაო ქვეითთა ნაწილთან იდგა, ასევე გავიდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზისკენ და მოხსნა ბლოკადა

12/09/2016 14:00:55 ივანიშვილი: დავით ბაქრაძეს ერთი საათი ვაწვებოდი ადექი წამოდი ნაციონალური მოძრაობიდან-თქო

ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობა მქონდა, ადექი წამოდი-თქო, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ის ნაციონალური მოძრაობის დატოვების შეთავაზებას გულისხმობდა.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.