რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში შეიჭრა
12/04/2014 20:15:57

უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის შეჭრა უკვე განხორციელდა, - აცხადებს გენშტაბის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე იგორ კაბანენკო.


ქალაქ სლავიანსკში და კრასნოლიმანში - დონეცკის ოლქი, მოქმედებენ არა სეპარატისტები, არამედ სამხედრო სადაზვერვო-დივერსიული ქვედანაყოფები. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ადმირალმა იგორ კაბანენკომ განაცხადა. 


რუსეთის ჯარები უკრაინის აღმოსავლეთში უკვე შეიჭრა. სლავიანსკში და კრასნოლემანსკში მოქმედებენ არა სეპარატისტები, არამედ სამხედრო სადაზვერვო დივერსიული დანაყოფები. ხელწერა ნათელია. ისინი ეხმარებიან სეპარატისტებს სიტუაციის კონტროლირებაში. საჭიროა კი დაისვას რიტორიკული კითხვა - გაგრძელდება და გავრცელდება ეს ყოველივე?" - აღნიშნავს კაბანენკო.


თავის მხრივ "საინფორმაციო წინააღმდეგობის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა განაცხადა: "უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ექსტრემისტების აქციები რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარიი სადაზვერვო ქსელის კოორდინატორების მიერ არის ინიცირებული და კოორდინირებული".


08/10/2016 15:34:19 გიორგი ტუღუში: ჩვენს მხარდამჭერს ფიზიკურად 20-მდე პირი გაუსწორდა

თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებზე, ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობსი ათეულის წევრი გიორგი ტუღუში ავრცელებს. 

02/12/2014 13:49:17 ილია მეორე: აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულება ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს აშორებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ რუსეთის აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმებით ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს ერთმანეთისგან აშორებს. 

05/12/2014 16:54:27 ლავროვი: რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბაზელში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

09/08/2014 20:56:05 პრეზიდენტის ადმინისტრაცია საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

„გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის  დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“

19/06/2014 13:48:32 თბილისის საკრებულომ პრემიები 243 თანამშრომელზე გასცა

თბილისის საკრებულომ ჟურნალისტებს საკრებულოს იმ წევრებისა და თანამშრომლების სია გადასცა, რომლებზეც ივნისში პრემია გაიცა.

03/09/2016 10:46:55 ცესკო-მ პარტიებს საარჩევნო ნომრები განუსაზღვრა

ცესკო-მ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა.2 სექტემბერს გამართული წილისყრით ახალი საარჩევნო ნომერი 26-მა პარტიამ მიიღო, 5 პარტიას კი საარჩევნო ნომერი უკვე ჰქონდა. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.