IDFI-ს კვლევით თბილისის საკრებულოს დაფინანსება გაორმაგდა
16/09/2016 11:16:55

თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა. 2011 წელს საკრებულოს დაფინანსება 6,072,200 ლარი იყო, 2016 წლის გეგმა 14,052,000 ლარს შეადგენს. კვლევას ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI) აქვეყნებს. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის საკრებულოს აპარატს 2016 ლის ივლისში მიმართა მოთხოვნით, მოეწოდებინა ინფორმაცია 2011-2015 წლებში გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯებისა და დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ. 

მიღებული მონაცემების მიხედვით, საკრებულოს დაფინანსების ზრდა უმეტესწილად განპირობებულია თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, თბილისის საკრებულოს აპარატის საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა. 

2011 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, თბილისის საკრებულოში დასაქმებული იყო 171 საშტატო და 24 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მდგომარეობით დასაქმებულია 248 საშტატო და 232 შტატგარეშე თანამშრომელი. 

”2013 წლიდან შრომის ანაზღაურების ფონდი დაახლოებით გაორმაგდა, რაც თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით. პრემიების გაცემის თვალსაზრისით გამორჩეულია 2014 წელი, როდესაც საკრებულოს წევრებზე გაიცა 925,885 ლარი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე 3,287,540 ლარი. 2015 წელს საკრებულოს წევრებზე პრემიის ნაცვლად გაიცა 457,065 ლარის ოდენობის დანამატი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე პრემია - 1, 376,211 ლარი და დანამატი - 969,858 ლარი.

2015 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ 3 მილიონს გადააჭარბა მაშინ, როდესაც 2011 წელს დაახლოებით 180 ათას ლარს შეადგენდა. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულია 194,864 ლარის ოდენობის პრემია. 

2011-2015 წლებში სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს ფიქსირდება და დაახლოებით 3-ჯერ აღემატება 2011 წელს გაწეულ ხარჯებს. 

იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს სატელეფონო საუბრებზე გაწეული ხარჯები, რომლის შემთხვევაში 2011 წლიდან კლების ტენდენცია შეინიშნება და 2015 წლისთვის დაახლოებით განახევრდა”, - ნათქვამია კვლევაში. 

19/12/2014 16:55:10 საყდრისის თაობაზე პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია, დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე კი, დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოებაგიორგი მარგველაშვილი.

13/03/2015 13:21:34 იტალიელმა ტიფოზებმა ბანერი გამოფინეს "ხელები შორს უკრაინისგან"

იტალიელმა ფანატებმა მოსკოვის დინამო - ნაპოლი-ს ევროპის ლიგის 1/8 ფინალურ მატჩზე ბანერები გამოიტანეს - "ხელები შორს უკრაინისგან". 

16/04/2014 19:14:19 რუსი დივერსანტები უკრაინული არმიის წინააღმდეგ სეპარატისტ მოსახლეობას იყენებენ(VIDEO)

კრამატორსკის აეროდრომის გარშემო განლაგებულ უკრაინული არმიის წინააღმდეგ რუსული დივერსიული ჯგუფები ადგილობრივ პრორუსულად განწყობილ მოსახლეობას იყენებენ. 

06/07/2014 19:37:24 რასმუსენი მოკავშირეებს მოუწოდებს გაზარდონ თავდაცვის ხარჯები

NATO-ს ჯარების ყირიმში შეყვანის განზრახვა არც კი ჰქონია. ასე, რომ ეს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსიის გამო ძალიან, ძალიან ცუდი თავის მართლებაა. ამის გამართლება შეუძლებელია. რუსეთი უხეშად არღვევს თავის ყველა საერთაშორისო ვალდებულებას და NATO-რუსეთის ფუნდამენტურ პრინციპებს - ანდრეს ფოგ რასმუსენი.

16/07/2014 19:04:34 გია ვოლსკი: არ არის სწორი, რომ პრეზიდენტი ესწრებოდეს სამუშაო შეხვედრებს

არ არის სწორი, რომ პრეზიდენტი ესწრებოდეს სამუშაო შეხვედრებს, - ასე განმარტავს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტისატვის მოწვევის არ გაგზავნას.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.