რესტორან "თავადურს" მიხეილ ხუბუტია გარჩევებს უწყობს და მათ დასჯას ცდილობს
13/01/2015 23:20:35

რესტორან "თავადურის" ადმინისტრაციას  უცნობი პირები მიხეილ ხუბუტიასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ახსნა-განმარტებას სთხოვდნენ. დღეს საღამოს "თავადურ სახინკლეში" ადმინისტრაცია რუს სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. რესტორანის ზედა სართულებზე კი "რუსმეტალის" კორპორატიული საღამო იყო. 

INFONET-ის წყაროს ცნობით, საღამოს 10 საათიდან "თავადურ სახინკლეში' რამდენიმე პირი შემოვიდა, რომლებიც ადმინისტრაციის სუფრიდან რამდენიმე ადამიანს მიესალმა და ცალკე მაგიდასთან დაჯდა. ცოტა ხანში ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, მათ მაგიდას მიუსდხდნენ. საუბარი ხუბუტიას ცემის დეტალებს შეეხებოდა. უცნობმა პირებმა მოითხოვეს აეხსნათ, რატომ გაილახა მიხეილ ხუბუტია იმ დღეს. ცოტა ხანში მაგიდასთან დამატებით ადამიანი გამოიძახეს - რესტორნის დაცვის უფროსი. როგორ ჩანს, ის ამ გამოძახებისთვის მზად იყო. მან იმ დღეს მომხდარი ინციდენტი აღწერა, ხუბუტიას საქციელი დეტალებში გაიხსენა, შემდეგ კი უცნობებს მომხდარი შემთხვევის ამსახველი ფოტოები უჩვენა. ერთ-ერთმა სტუმარმა კამერის ჩანაწერებიც მოითხოვა, რაზეც რესტორნის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა რომ ჩანაწერი პოლიციაშია, ვინაიდან საქმეს პოლიცია იძიებს. რა პროფესიის იყვნენ რესტორან თავადურში ახსნა განმარტების მისაღებად მისული ადამიანები INFONET-ის წყარო არ აკონკრეტებს.

დაცვის უფროსი დეტალურად მოყვა იმ საღამოს მომხდარ ისტორიას. მისი განცახდებით, ხუბუტია იმ საღამოს სრულიად არაადეკვატურად მოიქცა. საუბარი რესტორნის ადმინისტრაციასა და უცნობებს შორის რუსულ-ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. რესტორან "თავადურის" ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, უცნობ ადამიანებს განუცხადა, რომ ხუბუტია მას რესტორნიდან ხალხის გაყრას სთხოდა. "რატომ უნდა გამეყარა, იმიტომ რომ ამას  ხუბუტია ითხოვდა? ეს ის ქვეყანა არ არის, სადაც ასეთი რამეები ხდება. მერე როგორ უნდა მეცხოვრა ამ ქვეყანაში?" აღსანიშნავია, რომ საუბარი დაძაბულობის გარეშე, ახსნა-განმარტების რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსულებმა დაცვის უფროსთან საუბრის შემდეგ კითხვების დასმა შეწყვიტეს. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ისინი ლევანის მეგობრები იყვნენ და მხოლოდ ამიტომ დაინტერესდნენ  ამ ამბით. ამის შემდეგ საუბარი დასრულდა და უცნობებმა რესტორანი დატოვეს

შეგახსენებთ, რომ  2014 წლის 20 დეკემბერს მიხეილ ხუბუტიამ  რესტორან "თავადურში" დებოში მოაწყო, რესტორნის დაცვის თანამშრომლებს, მიმტანებსა და მენეჯერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  რესტორნის დაცვა იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა. პოლიციამ საქმე იმავე დღეს, სისხლის სამართლი კოდექსისი 125-ე მუხლით  აღძრა.გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

17/02/2015 13:33:08 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორისტებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ვაშინგტონი დებალცევოს რაიონში სიტუაციის გართულებით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მოქმედებები საფრთხეს უქმნის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელებას.

09/05/2014 17:16:08 პროკურატურა: მიყურადების აპარატურა რუსთავი 2-ში მიხეილ სააკაშვილის დაცვამ დაამონტაჟა

პროკურატურის განცხადებით რუსთავი 2-ში თვალთვალისა და ფარული მიყურადების სპეციალური აპარატურა 2012 წლის 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დაამონტაჟა. ამის შესახებ პროკურატურას 2014 წლის 8 მაისს ჩვენება რუსთავი 2-ის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა მისცა.

03/03/2017 20:44:39 უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

ტელეკომპანია რუსთავი 2 უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა“. რაც ნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი ორის 100 %-ით ხალვაშს მიაკუთვნა.

13/05/2014 18:11:14 რუსეთი ამერიკულ GPS სისტემაზე უარს ამბობს

რუსეთი 1 ივნისს ამერიკული სანავიგაციო სისტყემის GPS-ის სადგურების მუშაობას შეაჩერებს. ამის შესახებ "ინტერფაქსს" დიმიტრი როგოზინმა შეატყობინა. რუსეთის ტერიტორიაზე GPS-ს სისტემის 19 სადგური ფუნქციონირებს.

13/06/2014 15:59:30 აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ხმის უფლება ჩამოართვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციებთან არსებული კომისიის რეკომენდაციით გაცემული პასპორტები უკანონოდ ითვლება. ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბევრი მათგანი, ვინც ცხოვრობს გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქეა.

16/05/2014 12:44:31 რუსეთი TWITTER-სა და FACEBOOK-ის აკრძალვას გეგმავს

რუსეთის საზედამხედველო უწყება "როსკომნადზორი" რუსეთში ტვიტერისა და ფეისბუქის დაბლოკვის ინიციატივით გამოდის. ეს პოზიცია უწყების ხელმძღვანელის მოადგილე მაკსიმ კსენზოვმა რუსეთის მედიასთან გააჟღერა.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.