მუფთი ჯემალ პაქსაძე: ასეთი შეურაცხმყოფელი და შემზარავი ფაქტი საუკუნეებია არ მომხდარა
10/09/2014 19:34:20

შეურაცხმყოფელია, მუსლიმების პანსიონთან ღორის დაკვლა. ჩვენს რწმენაში ეს მიუღებელია. შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს შენობა, ეს ინდივიდუალური აზრია, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ასეთი ცუდი და შემზარავი ფაქტი არ მოხმდარა, ამის შესახებ განაცხადა მუფთი ჯემალ პაქსაძემ ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩაზე ადგილობრივების მიერ მედრესეზე ღორის თავის მიმაგრების გამო. 


მან საქართველოს პრემიერ მინისტრს, სამართალდამცველებს და პარლამენტს ქობულეთში მომხდარ ფაქტზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა, რათა რელიგიურ ნიადაგზე ქართველებს შორის დაპირისპირება არ უნდა წარმოიშვას. 


მისივე თქმით, მუსლიმურ პანსიონთან ღორის დაკვლა შეურაცხმყოფელია და მსგავსი შემზარავი ფაქტი საუკუნეების განმავლობაში არ მომხდარა.


"შეურაცხმყოფელია, მუსლიმების პანსიონთან ღორის დაკვლა. ჩვენს რწმენაში ეს მიუღებელია. შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს შენობა, ეს ინდივიდუალური აზრია, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ასეთი ცუდი და შემზარავი ფაქტი არ მოხმდარა. ტელეფონზე ზარი არ ჩერდება, ასევე, მოდის მრევლი და გვეკითხება, ასეთი შეურაცხყოფა როგორ მოგვაყენესო. ძალიან ცუდი ფაქტია. ვთხოვ ქვეყნის პრემიერს, სამართალდამცველებს, პარლამენტს, დროულად მოახდინონ ამ ფაქტის ჩაქრობა, რომ კიდევ ერთხელ რელიგიურ ნიადაგზე არ წარმოიშვას ქართველებს შორის დაპირისპირება. თუ ჩვენ ნიჭიერი და გონიერი ქართველები ვართ, ურთიერთპატივისცემა უნდა გაგვაჩნდეს. მუსლიმები გულნატკენები ვართ", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ. 


მისივე თქმით, ქობულეთში პანსიონის მშენებლობის შესახებ საქმის კურსში იყო რელიგიის სააგენტო და სამუფთო. ჯემალ პაქსაძე აცხადებს, რომ პასნიონი მოსწავლეებს სასკოლო განათლების მიღებაში უწყობს ხელს და დღის განმავლობაში მხოლოდ ორი საათით უტარდებათ რელიგიური გაკვეთილები. 
"არა მხოლოდ სამუფთო, რელიგიის სააგენტოც საქმის კურსშია ამ პანსიონთან დაკავშირებით. პანსიონის ხელმძღვანელს რამაზ კაკალაძეს ჰქონდა შეხვედრები. საქართველოში რამდენიმე პანსიონია, ის არ არის მინარეთი, არც მეჩეთი, არც მედრესე. იქ ცხოვრობენ ბავშვები. დილიდან შუადღემდე სკოლაში სწავლობენ, პანსიონში ბრუნდებიან და სადილს მიირთმევენ, რის შემდეგაც 2 საათით ადგილზე რელიგიურ გაკვეთილებს ესწრებიან. ამის შემდეგ მომდევნო დღის სასკოლო გაკვეთილებს ამზადებენ. მსგავსი პანსიონები მოსწავლეების განათლებას უწყობს ხელს", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.

 
დღეს, ქობულეთში, მუსლიმურ პანსიონთან უცნობმა პირებმა ღორი დაკლეს და ღორის თავი სასწავლებლის კარებზე დაამაგრეს.

14/08/2014 12:59:54 ანაკლიაში კაზანტიპის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ანაკლიაში კაზანტიპის საწინააღმდეგო მშვიდობიანი მსვლელობა იმართება. მსვლელობა სასულიერო პირებმა და მრევლმა ანაკლიაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან პარაკლისის დასრულების შემდეგ დაიწყეს. ისინი ანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალის ჩატარებას აპროტესტებენ. სასულიერო პირები მრევლს "ზნეობის დაცვისკენ" მოუწოდებენ.

22/07/2014 16:12:42 საპატრიარქო: დაპირისპირება სომხურ ეკლესიასთან ეთნიკური ნიშნით არ მომხდარა

საქართველოს საპატრიარქო 22 ივლისს, თბილისის სურბ ეჩმიაძინის სომხურ ეკლესიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო გმობს ინციდენტს და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

13/05/2014 14:36:22 პრემიერმა პატრიარქის ღვაწლზე ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე ისაუბრა

ჩვენი ეკლესია და მისი წინამძღოლი მუხლჩაუხრელად ემსახურებიან  ქვეყნის გადარჩენისა და სულიერი განმტკიცების მისიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქორთიარდ მარიოტში", საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეულის ფარგლებში, მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის საზეიმოდ გახსნაზე განაცხადა. 

25/01/2014 18:42:00 ფილარეტის სკანდალური აღიარება: მე КГБ-თან ვთანამშრომლობდი

უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა აღიარა, რომ ის და ყველა ეპისკოპოსი КГБ-თან იყო დაკავშირებული.

06/07/2014 20:37:45 მეუფე იაკობი: საბჭოთა კავშირი რომ იყოს სხვანაირად მოვექცეოდით

საკვირაო ქადაგებისას მეუფე იაკობმა ნაციონალური მოძრაობის წევრებზე საუბრისას საბჭოთა კავშირი ინატრა - "საბჭოთა კავშირის დრო არ არის, თორემ შეიძლება, ცოტა სხვანაირად მოვქცეოდით". ის ნაციონალური მოძრაობის წევრებს ურჩევს, რომ თუ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ, "ბრენდი შეიცვალონ".

14/08/2014 13:41:25 ანაკლიაში აქციის მონაწილეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულები არიან და დაშლას არ აპირებენ

განმუხურის ხიდთან შეკრებილი მრევლი, რომელიც დღეს დილიდან "კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას მართავს, ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა. სასულიერო პირები და მრევლი აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. ისინი განმუხურის ხიდზე გადასვლას ითხოვენ, სადაც სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და არ უშვებენ.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.