პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 12:07:47

მოხარული ვარ, რომ ბევრი ხალხი მოდის არჩევნებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, - ამის შესახებ ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა გორში #9 საარჩევნო უბანთან განაცხადა. 

პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 11:3818

ცესკო-ს მონაცემებით, 10:00 საათისათვის, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 8.34% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 957 მოქალაქეა. 2012 წელს ამავე დროისთვის ხმის მისაცემად 10.66% იყო მისული. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, 10:00 საათის აქტივობა 6.8% იყო.

პოლიტიკური სიახლეები
07/10/2016 21:55:51

გივი თარგამაძის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილის, დავით ხეჩუაშვილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი საქართველოში არ იმყოფება და რუსეთშია წასული. ამის შესახებ ანზორ ხეჩუაშვილმა რუსთავი 2- ს განუცხადა. მანვე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომაა მისი შვილი ეჭვმიტანილი ამ საქმეში. ანზორ ხეჩუაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ მისი შვილი უკრაინაში იყო. 

პოლიცია
07/10/2016 21:05:33

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. ამის შესახებ ბესიკ ამირანაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

პოლიტიკური სიახლეები
07/10/2016 20:57:54

გიგა  ბოკერია გივი თარგამაძის საქმესთან დაკავშირებით გლდანში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ხელთ გვაქვს დასკვნის კამოტანა შეუძლებელია.

პოლიცია
07/10/2016 20:15:53

გლდანის ერთ-ერთ მიკრო რაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს. 

პოლიტიკური სიახლეები
07/10/2016 17:41:41

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციას, რომ პოლიცია გადაყავნიალია განსაკუთრებულ რეჟიმზე, რათა პოლიციელებს ხმის მიცემის საშუალება არ ჰქონდეთ, შსს-ში სიცრუეს უწოდებენ.

პოლიტიკური სიახლეები
07/10/2016 14:20:52

სამხედრო ნაწილებში ორი დღის წინ მივიდა მინისტრ ლევან იზორიას ზეპირი ბრძანება, რომ არ აინტერესებს კანონის მოთხოვნები და უდიდესი ნაწილი ჯარისკაცების დარჩებიან საკუთარ ნაწილებში, რის შედეგადაც მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცემათ - აცხადებს ენმ-ს საერთაშორისო მდივანი.

პოლიტიკური სიახლეები
07/10/2016 12:55:53

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს  წინასაარჩევნო პერიოდი შეაჯამა. დავით ბაქრაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანია მმართველი გუნდისგან განსხვავებით აწყობილი იყო პოზიტივზე და იმ გეგმაზე, რომელიც განსახორციელებელია მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

პოლიტიკური სიახლეები
07/10/2016 12:37:33

ხვალ, 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ხვალ საღამოს ქართველმა ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პოლიტიკური სიახლეები
06/10/2016 16:29:51

სუსმა დაკითხვაზე დაიბარა დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი. 

პოლიტიკური სიახლეები
06/10/2016 16:00:15

ევროკავშრი სირიაში ძალადობის შემცირების მიზნით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას და სანქციების გამკაცრებას აპირებს. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.