პოლიტიკური სიახლეები
06/02/2017 13:36:44

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გეგმით, მაუწყებელზე ყველა გადაცემა, საინფორმაციო გამოშვებების გარდა, შეჩერდება. მოხდება თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაციაც, თუმცა არავის გათავისუფლებას და გადაცემების დახურვას არ აპირებს.

პოლიტიკური სიახლეები
06/02/2017 12:28:56

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა მისი და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, „უმოწყალო მონტაჟია“.

პოლიტიკური სიახლეები
05/02/2017 13:31:02

ცხინვალში დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს დე ფაქტო სასამართლომ 20 წლით პატიმრობა შეუფარდა.სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი ლევანის ძე გიუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2016 წლის 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, ის დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. 

პოლიტიკური სიახლეები
05/02/2017 12:21:08

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა ირანი ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად დაასახელა. ეს განცხადება ჯეიმს მეტისმა ტოკიოში იაპონიის თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

პოლიტიკური სიახლეები
04/02/2017 17:20:30

ირანმა ტრამპის ადმინისტრაციის გაფრთხილებისა და მისთვის დაწესებული ახალი სანქციების საპასუხოდ, დღეს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, - იუწყება ამერიკული გამოცემა The Washington Post. 

პოლიტიკური სიახლეები
03/02/2017 18:33:51

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ TWITTER-ზე დაწერა, რომ ირანი ცეცხლს ეთამაშება.

სასამართლო
03/02/2017 12:52:45

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის საქმის განმხილველ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს სთხოვდნენ, რომ პროკურატურიდან განცხადება ან გაეტანათ, ან მისი შინაარსი შეეცვალათ.

პოლიტიკური სიახლეები
02/02/2017 14:57:54

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის წევრებიდან 553 მომხრე და 66 წინააღმდეგი იყო, ხოლო 28 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

მიკრო/მაკრო
01/02/2017 15:31:51

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი წლის ინვესტორი გახდა. ყოველწლიური ბიზნეს დაჯილდოება მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსის“ და საერთაშორისო კვლევის ორგანიზაცია „გორბის" მიერ  არის ორგანიზებული. წელს ის 17-ედ გაიმართა და წლის საუკეთესო ინვესტორად  "ომეგა ჯგუფის" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი დასახელდა. 

მიკრო/მაკრო
01/02/2017 14:08:25

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7090 ლარი გახდა და დოლართან მიმართებაში 0,13 თეთრით გაუფასურდა. 

პოლიტიკური სიახლეები
30/01/2017 17:46:30

დღეს, საინფორმაციაო სააგენტო Liga.net -ის ოფისში გია ცერცვაძემ და მისმა ადვოკატმა ქსენია პროკონოვამ პრესკონფერენცია გამართეს. "მე ჯარისკაცი ვარ და ვერ ვერკვევი პოლიტიკასა და იურიდიულ ნიუანსებში, ერთი რამ ვიცი, საქართველოს მტერი და უკრაინის მტერი, ჩემი პირადი მტერია! მე ვარ ქართველი უკრაინული გულით, ან უკრაინელი ქართული გულით!" - განაცხადა პრესკონფერენციაზე ვიცე პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ.

პოლიტიკური სიახლეები
29/01/2017 10:09:01

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 28 იანვარს გაიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.