ადამიანის უფლებები

სახალხო დამცველის განცხადებით, პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში განთავსებული პატიმრი დაწესებულების თანამშრომლებმა სცემეს. სახალხო დამცველი პატიმრის მიმართ თანამშრომლების მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მთავარ პროკურორს მიმართავს და გამოძიების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ადამიანის უფლებები

ლგბტ აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა. ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მკაფიო განმარტებებს ითხოვს შემდეგ საკითხებზე: რატომ იყვნენ პოლიციელები ფორმის გარეშე, რატომ არ განემარტათ დაკავებულებს უფლებების შესახებ და ითხოვს,  დაუყოვნებლივ შეისწავლონ დაკავებისას სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და ჰომოფობიური ენის გამოყენების საკითხები.

ადამიანის უფლებები

საინფორმაციო სააგენტო  INFONET-ი სოლიდარობას უცხადებს  ტელეკომპანია რუსთავი 2-ს და მის ყველა ჟურნალისტს.

ადამიანის უფლებები

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, მოსამართლეების მიმართ მუქარაზე სამართალდამცავი ორგანოები შეგნებულად არ ახდენენ სათანადო რეაგირებას, "რაც სამართლიანად აჩენს შერჩევითი მიდგომისა და პროცესის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მართულობის ეჭვს".

ადამიანის უფლებები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასა.

ადამიანის უფლებები

საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმის ციხეში არაადამიანური მოპყრობის თაობაზე სპეციალური განცხადებას დღეს ავრცელებს. განცხადებაში ომბუდსმენს კონკრეტული ფაქტები მოჰყავს. მასში ნათქვამია, რომ ბორკილებდადებულ ბრალდებულს ფეხებით სცემეს გულმკერდის მიდამოებში, შემდეგ კი სამარტოო საკანში საბნისა და გათბობის გარეშე მოათავსეს.