სპორტი

ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძის კანდიდატურას წარადგენენ. სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ვეტერანმა ფეხბურთელებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ.

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად პორტუგალიის ნაკრები 91-90 დაამარცხა. 

სპორტი

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩისა და საჩხერის ჩიხურას შორის შეხვედრა გუშინ, ბაქოში გაიმართა. მატჩის დროს ტრიბუნებზე ქართველმა გულშემატკივრებმა რუკა გადმოფინეს წარწერით "ეს საქართველოა", რუკაზე აზერბაიჯანის ამჟამინდელი ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული. ბანერის გადმოფენას დაპირისპირება მოჰყვა გულშემატკივრებს შორის. sportbox.az-ის ცნობით, ჩიხურას მთავარმა მწვრთნელმა სამსონ ფრუიძემ აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა.

სპორტი

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია FIFA ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს გარკვეული ქვეყნების მხრიდან 2018 წლის მსოფლიო ჩემპინატის, რომელიც რუსეთში ჩატარდება, შესაძლო ბოიკოტის თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე.

სპორტი

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის ჩიხურამ თერთმეტმეტრიანების სერიაში, ანგარიშით - 4:1 დაამარცხა თურქული ბურსასფორი და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

სპორტი

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარების მოწინააღმდეგეებმა ინტერნეტ კამპანია დაიწყეს. მათ FIFA-ს პეტიციით მიმართეს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება და ყველა მსურველს შეუძლია ამ მოთხოვნას შეუერთდეს. პეტიციის ავტორები FIFA-ს რუსეთისათვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების ჩამოართმევას და ჰოლანდიისათვის გადასცემას ითხოვენ.