გია ლორთქიფანიძის კომენტარი დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით 20/09/2016 18:07:23

როდის მომიხერხდება საქართველოში ჩამოსვლა, ვერ გეტყვით, - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე. 

დაწვრილებით
უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა 20/09/2016 12:57:34

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა. უზენაეს სასამართლოში დღეს გაიმართა სასამართლოს პლენუმის სხდომა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა.

პროკურატურამ დათა ახალაიას და კიდევ 3 პირს ბრალი 26 მაისს მიტინგის დაშლისთვის წაუყენა 20/09/2016 14:36:13

2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მიტინგის დაშლისათვის, დღეს, პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს დავით ახალაიას, მის მოადგილე ვასილ ლელუაშვილს, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს რევაზ შიუკაშვილს და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსს ლევან ქარდავას ბრალი წაუყენა. ხოლო ოდესის პოლიციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე დაბარებულია დაკითხვაზე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით.

ქართულმა ოცნებამ რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა დახარჯა 20/09/2016 11:53:40

2016 წლის 10-30 აგვისტოში პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამაზე 3 712 464 ლარი დახარჯეს. აქედან 1 676 305 ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა.

უზენაესი სასამართლო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ წევრს აირჩევს 20/09/2016 10:33:52

უზენაესი სასამართლო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს აირჩევს. კანდიდატურებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი 12:00 საათზე განიხილავს. სხდომა მედიისთვის დახურული იქნებ

პოლიტიკური სიახლეები
19/09/2016 15:25:39

ნაციონალლური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სევდია უგრეხელიძე  ოცნების ბრალდებებს, თითქოს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროვოკაციები მოაწყვეს, სრული აბსურდს უწოდებს.

პოლიტიკური სიახლეები
19/09/2016 15:08:51

გუბაზ სანიკიძე მოვიდა ხელისუფლებაში, ფული ვერ იშოვა და მაკრიტიკებს, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

პოლიტიკური სიახლეები
19/09/2016 13:21:58

რესპუბლიკელებს მათი წყევლის ნაცვლად დავლოცავდი, რომ მათ მოეხერხებინოთ და საკუთარი მოთხოვნილებები და შესაძლებლობები დაეახლოვებინოთ ჩემი გამოყენების გარეშე, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, განაცხადა.

პოლიტიკური სიახლეები
19/09/2016 13:06:09

გინებაზე, წყევლასა და შეურაცხყოფაზე, რაც მოდის, ერთი ანდაზით შეიძლება თავი დაიმშვიდო - ”ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

პოლიტიკური სიახლეები
19/09/2016 12:30:27

ბიძინა ივანიშვილი არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა, - ამის შესახებ საარჩევნო ბლოკის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პოლიტიკური სიახლეები
19/09/2016 11:42:07

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.

სასამართლო
16/09/2016 14:59:32

შევეცდები, რომ ჩემი უფლებამოსილების დასრულებამდე საქმეებზე გადაწყვეტილებები მივიღოთ, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა.

პოლიტიკური სიახლეები
16/09/2016 12:07:42

სატელეფონო საუბრის უკანონოდ გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს დაიბარეს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ბლოკ "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე. 

პოლიტიკური სიახლეები
16/09/2016 11:16:55

თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა. 2011 წელს საკრებულოს დაფინანსება 6,072,200 ლარი იყო, 2016 წლის გეგმა 14,052,000 ლარს შეადგენს. კვლევას ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI) აქვეყნებს. 

პოლიტიკური სიახლეები
15/09/2016 14:19:16

ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს და მტკნარ სიცრუეს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისთვის პრემიერ-მინისტრობის შეთავაზებას. ივანიშვილი არც იმას ადასტურებს, რომ პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა მას უსუფაშვილმა ურჩია. 

პოლიტიკური სიახლეები
15/09/2016 13:25:03

ნიკა გვარამიას რაში სჭირდება ჩუმად მოსმენა, დაუფარავად ლაპარაკობს ყველაფერს, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ინტერნეტში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკური სიახლეები
15/09/2016 13:06:49

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალურად მობილიზაცია უნდა გააკეთოს, რათა ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციები თავიდან აიცილოს, - ამის შესახებ ივანიშვილმა რაჭაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.